logo.png

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა!

სულით ხორცამდე ქართველი კაცის!

რუსმა ოკუპანტებმა დაჩოქება მოსთხოვეს,

“არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ”

საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია - 1TV

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერიც აიყვანეს. სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბესკირია რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს - ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”

ის მიერ განვლილი ცხოვრების გამო ოჯახს დიდხანს არ სჯეროდა, რომ აფხაზებმა გურამ გაბესკირია სასიკვდილოდ გაწირეს. 2005 წელს თბილისში ამერიკელ ფოტოხელოვან მალქომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე, ერთერთ სურათზე ის სხვა დაღუპულთა შორის ამოიცნეს.

კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის ”დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის - ”ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.

მთავარი, რითაც გურამ გაბესკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში - აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის

დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირიას ნეშტიც. 17 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის , საქართველოს პრზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

 

ნანახია: (288)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას