logo.png

ზვიად გამსახურდია ილია მეორეს: "თქვენ მოიყვანეთ სოდომისა და გომორის სული" (1983 წ.)

1983 წლის 27 ივნისს, დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს წერილი-დეპეშა გაუგზავნა. მეორე დღეს, 1983 წლის 28 ივნისს, პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს საბჭოთა მთავრობაში, მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს, გივი შალვას ძე მაისურაძეს წერილი გაუგზავნა, რომელსაც თან დაურთო ზ. გამსახურდიას მიერ მისდამი გაგზავნილი დეპეშის ასლი.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭო, წარმოადგენდა საბჭოთა მთავრობაში, საბჭოთა КГБ-ს არაოფიციალურ ფილიალს; ნახევრად-ოფიციალურად კი, სსრკ-ში რელიგიური ინსტიტუტების, საკურატორო, უშუალო საზედამხედველო და ფაქტიურად მმართველ ორგანოს, რომელიც საბჭოთა КГБ-ს ოფიციალური თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.

ზ. გამსახურდიას დეპეშის ასლი წარმოდგენილია სურათზე მარცხნივ, დაწერილია რუსული ანბანით ქართულ ენაზე: - "საქართველოს ეკლესიის მრევლის შეგნებული ნაწილი, სამართლიანადაა აღშფოთებული იმით, რომ ა. წ. 25 - 26 ივნისს სულთმოფენეობის დღესასწაულზე, თქვენ მოიწვიეთ მამათმავალი სამღვდელო პირები: - ანანიაშვილი, მახარაძე, ჯაფარიძე ..... - რითაც წაბილწეთ სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრები. ამით თქვენ ცდილობთ, მამათმავლობის ლეგალიზაციას საქართველოს ეკლესიაში, რასაც ქართველი საზოგადოება არასოდეს არ შეეგუება. სულიწმინდის ნაცვლად, ამ წმინდა დღეს, თქვენ მოიყვანეთ სოდომისა და გომორის სული, რასაც თქვენ არც უფალი და არც ერი არ გაპატიებთ. ვაცხადებ სასტიკ პროტესტს, მამათმავლობის ლეგალიზაციის წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ უფრო სერიოზულ ზომებს. - ზვიად გამსახურდია."

ხოლო სურათზე მარჯვნივ, წარმოდგენილია პატრიარქის წერილის ასლი. პატრიარქის წერილის შინაარსი: - სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ, რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს, საქართველოს სსრ-ში, გივი შალვას ძე მაისურაძეს: "მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ. კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილი დეპეშის ასლს.

გთხოვთ მიიღოთ ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად."

დანართი: დეპეშის ასლი.

28.06.1983წ. ილია მეორე

სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი - ციტირების დასასრული.

1979 წლიდან საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსი, მრავალი წლის მანძილზე წმ. სინოდის წევრი, ასევე წლების მანძილზე ქორეპისკოპოსი, ხოლო 1995წ. პუტჩისტებისა და შევარდნაძის დაკვეთით, სინოდის მიერ მღვდელმოქმედება აკრძალული მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე, ადასტურებს თავის თვალით ნანახი ამ დოკუმენტის ორიგინალობას, რადგანაც ერთ დროს საპატრიარქოს არქივზე და მსგავს დოკუმენტებზე თავად მიუწვდებოდა ხელი, ქორეპისკოპოსად მუშაობის დროს. ფოტო-ასლიც თავად ჰქონია შენახული.

მასალა დანიელ სავანელის ფბ გვერდიდან

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ნანახია: (293)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას