სომხეთში გამეფებული იბერიელი უფლისწულის - მითრიდატეს (35-51), ფარსმანის ძმის მონეტა არამეული წარწერით: ,,mtrdt mlk tošp", ანუ ,,მითრიდატ მეფე თოშბ".
იბერიელი ხელისუფლის მიერ თავისი სახელით მოჭრილი ერთადერთი მონეტა ანტიკურ ხანაში.
მითრიდატეს სომეხ მეფეთა ტრადიციული ტიარა არქვია და მოშვებული აქვს წვერ-ულვაში. თუშბა შეიძლება აღნიშნავდეს ვანის ტბის რეგიონს, ან უშუალოდ ღვთაება თეიშებას, თეშუბს, რომელიც არმაზის ფარდი ღვთაებაა.
ჩანს, იბერიელი უფლისწული განღმრთობილი იყო და მეხისმპყრობელ თეიშებად წარმოიდგინებოდა.
მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე
ნანახია: (307)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას