logo.png

საფრანგეთმა გააძევა იმამი, რომელმაც ქვეყნის დროშას "სატანისტური დროშა" უწოდა

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანაინმა X-ზე დაწერა, რომ ტუნისელი იმამის, მაჯუბ მაჯუბის დეპორატაცია მოხდა.

     მისი გაძევების მიზეზი მაჯუბის ვიდეოა, სადაც იმამმა საფრანგეთის სამფეროვან დროშას "სატანისტური დროშა" უწოდა, რომელსაც "არანაირი ღირებულება არ აქვს ალაჰითვის."

     იმამმა ორშაბათს მის განცხადებას "წამოცდენა" უწოდა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში აფრიკის ერთა თასის მატჩების დროს, აფრიკული ქვეყნების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებას გმობდა.

     თუმცა, გაძევების ბრძანების მიხედვით, რომლის მოპოვებაც სააგენტო France-Presse-მა შეძლო, ტუნისელი იმამის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე დროშის შესახებ განცხადებაა.

     საფრანგეთის ხელისუფლება იმამს ადანაშაულებს "სიძულვილსა და დისკრიმინაციულ განცხადებებში არამუსლიმებისა და ფრანგული საზოგადოების მიმართ," რომელსაც მან "მეომარი და დამპალი" უწოდა.

     მაჯუბიმ მორწმუნეების წინაშე საკუთარ თავს "ებრაელი ხალხის მტერი" უწოდა. მან მლოცველებს მოუწოდა "დასავლური საზოგადოების განადგურებისკენ" და "შეაქო შარიათის კანონი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური და სამართლიანი კანონი."

ნანახია: (266)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას