დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. ის ამბობს, რომ ამ მდგომარეობამდე უსამართლობამ მიიყვანა.
“იმედი მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ექიმები მალე იპოვნიან გამოსავალს, რომ ჩემი ჯანმრთელობა გამოსწორდეს […] ამ მდგომარეობამდე უსამართლობამ მიმიყვანა […] ამ ეტაპზე, ჩემთვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი, დანარჩენი კი მერე იქნება. ბრძოლა არ შეჩერებულა”. – თქვა დეკანოზმა TV პირველთან საუბარში.
ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სტამბოლში ჯერ კვლევებს ჩაიტარებს, შემდეგ კი მკურნალობა დაინიშნება.
“ხედავთ, დაწოლილ მდგომარეობაში მიგვყავს, მაგრამ, ღმერთის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ თავისი ფეხით დაუბრუნდება სამშობლოს და თავის ოჯახს”, – თქვა თორნიკე მამალაძემ.
ნანახია: (447)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას