logo.png

ტრამპისგან ხელთათმანი ნასროლია - ახლა ჯერი „ოცნების“ლიდერზეა!

 

როგორც საიტი https://www.buzzfeed.com/ იტყობინება, კორონავირუსთან დაკავშირებული  უპრეცედენტო კრიზისის გამო, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს მოზრდილ ამერიკელებს გაუგზავნოს 1000 დოლარიანი დახმარება.

„ამერიკელებს ახლა ფული სჭირდებათ და ამიტომ კონგრესმა უახლოეს ორ კვირაში უნდა გამოუყოს მათ სახსრები“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

ამავე დროს, ხაზგასმით ითქვა, რომ 1000 დოლარს მიიღებენ არა მდიდრები, არამედ საშუალო შეძლების მქონენი, ვინც დააზარალა კორონავირუსმა.

ამერიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა - ჩვენ ვცდილობთ ამერიკელების მიბაძვას.

ესე იგი - ჯერი ბიძინა ივანიშვილზეა!

დღეს დადასტურდა პოლიტიკური ორგანიზაცია „ოცნების“ და მათი მხარდამჭერების შორსმჭვრეტელობა - ჯერ კიდევ როდის ჰქონდათ გათვლილი, რომ მსოფლიოს ექსტრემალური საშიშროება ელოდა და ღირსეულად აირჩიეს მილიარდერი  სათავეში.

იცოდნენ, რომ ასეთი გაჭირვების ჟამს მხოლოდ მილიარდერის დახმარება გაიყვანდა ქვეყანას სამშვიდობოს!

ქართველების საშუალო და ქვესაშუალო შეძლების მოზრდილი მოსახლეობა  არაუმეტეს 2 მილიონისა იქნება. ჰოდა, რა არის 1000 დოლარის დარიგება 2 მილიონი კაცისთვის? ეს არის 2 მილიარდი დოლარი, ანუ სულ რაღაც ქვეყნის პატრონის ქონების ერთი მეოთხედი ნაწილი!

ტრამპისგან ხელთათმანი ნასროლია - ახლა ჯერი „ოცნების“ლიდერზეა!

ნანახია: (1300)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას