Orbic-მა, გლობალურმა ლიდერმა ელექტრონულ ინოვაციებში, ახალი ელექტრონული ველოსიპედი წარადგინა. ეს მსოფლიოში პირველი ელექტრონული ველოსიპედია, რომელსაც 5G მხარდაჭერა და AI სისტემა აქვს. ხელოვნური ინტელექტი ველოსიპედს შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით უზრუნველყოფს.
2024 წლის MWC ბარსელონას პრესტიჟულ ღონისძიებაზე წარდგენილი ეს ველოსიპედი ახალი სიტყვაა ჭკვიანი ტრანსპორტის შემუშავბის მხრივ.
Orbic 5G-ის ელექტრონული ველოსიპედი სახიფათო ობიექტების თავიდან აცილების სისტემითაა უზრუნველყოფილი. სისტემა აქტიურად აკონტროლებს გარემოსა და აფრთხილებს ველოსიპედისტს პოტენციურ საფრთხეებზე. ველოსიპედი აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერითა და ფართო კუთხის სენსორით. გარდა ამისა, უეცარი შეჯახების საშიშროების გამოვლენის ტექნოლოგია ავტომატურ დაცვის სისტემითაცაა აღჭურვილი. მოულოდნელი საფრთხის შემთხვევაში ველოსიპედი ავტომატურად ჩერდება.
5G კავშირით, Orbic-ის ელექტრონული ველოსიპედი უამრავ სხვა შესაძლებლობასაც იძლევა. ველოსიპედისტს ვიდეო ზარების განხორციელება და სხვებისთვის ინფორმაციის ცოცხალ რეჟიმში გაზიარება შეუძლია. ასევე ხელმისაწვდომი იქნება რუკებზე ინფორმაცია.
ველოსიპედი წიაღისეული საწვავისა და ნახშირბადის ემისიების გარეშე მუშაობს. Orbic-ის გაცხადებული მისიაა, განავითაროს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია უფრო მწვანე მომავლისთვის.
AI-ზე მომუშავე უსაფრთხოების ფუნქციებით, სწრაფი კავშირითა და ეკოლოგიურად სუფთა დიზაინით Orbic-ის ელექტრონლ ველოსიპედებს დიდი პოტენციალი აქვს. უკვე წლის ბოლოსთვის ამ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გამოჩენას უნდა ველოდოთ.
წყარო: Interesting Engineering
ნანახია: (257)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას