მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ უსამართლოდ განკვეთილი მღვდელი ალექსი უმანსკი სამღვდლო ხარისხში აღადგინა
დღეს, 2024 წლის 27 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა შედგა. სხვა საკითხებთან ერთად წინდა სინოდმა განიხილა რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ უსამართლოდ განკვეთილი მღვდლის ალექსი უმანსკის აპელაცია, სადაც იგი ასაჩივრებდა მოსკოვის პატრიარქის პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა შეისწავლა რუსი მღვდლის განკვეთის მიზეზი, რომელიც პოლიტიკური მოტივით განპირობებული იყო, მეოთხე მსოფლიო კრების IX და XVII კანოებისა და ასევე მრავალსაუკუნოვანი დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად კვლავ სამღვდლო ხარისხში აღადგინა.
შეგახსენებთ, მოსკოვის პატრიარქმა კირილე გუნდიაევმა რუსი მღვდელი ალექსი უმანსკი რამოდენიმე თვის წინ იმ მიზეზით განკვეთა მღვდლობისგან, რომ მსახურებებზე მსოფლიოსა და უკრაინაში მშვიდობისთვის აღავლენდა ლოცვებს. ასევე მოსკოვის საპატრიარქომ დანაშულად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ რუსი მღვდელი ალექსი უმანსკი არ აღასრულებდა განჩინებას, რომელიც ყველა მღვდელს ავალდებულებს რუსეთის არმიისთვის ელოცოს, რომელიც უკრაინაში უმოწყალოდ ხალხს ხოცავს და ტერიტორიების ოკუპირებას ახდენს.
ნანახია: (3367)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას