logo.png

 

წმიდა იოანე ოქროპირის - ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ

 

 

სიტყვა II, 3

"...ქრისტიანთ, ყველასაგან განსხვავებით, უფრო ძლიერად ეკრძალებათ ცოდვილთა ძალით გამოსწორება, გარეშენი და წარმართთა მოსამართლეები დამნაშავეთ კანონების მიხედვით ასამართლებენ, უფლებამოსილნი არიან მათზე და ამიტომ; ამ კანონის ძალით, დამნაშავეთაგან ძველი ჩვეულებების უკუგდებას იძულების წესით ითხოვენ. აქ კი, ცოდვილი ძალით კი არა, შეგონებით უნდა მოიყვანო გამოსწორების გზამდე. რჯულის მიხედვით, ჩვენ არ გვეძლევა ცოდვილთა გამოსწორების სხვაგვარი უფლება. რომც გვქონდეს, ამ უფლებას მაინც ვერ გამოვიყენებთ, რადგან ღმერთი მხოლოდ მას აჯილდოებს, ვინც თავისი ნებით განუდგება საქმესა საძრახსა და არა იძულებით. სწორედ დიდი ხელოვნებაა საჭირო, სნეული ისე დაარწმუნო მკურნალობის აუცილებლობაში, მოძღვართან თავისი ნებით მივიდეს და მადლობელიც დაგირჩეს. სამკურნალოდ იძულებით მიყვანილმა, საკვრელთაგან თავის დაღწევა თუ მოინდომა (და მას აქვს ამის უფლება), თუ შეიძულა სიტყვები განმკვეთელი უფროის რკინისა, უფრო მეტადაც გაიუბედურებს თავს, რადგან ეს უარყოფა მას ახალ ჭრილობას შესძენს და სამკურნალო საშუალება უმძიმესი დაავადების მიზეზად ექცევა. ასე რომ, ძალით, სნეულის ნების წინააღმდეგ, არავის ძალუძს მისი განკურნება."

სიტყვა III, 4

"მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგელოზმა და რომელიმე ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმა განაწესა ეს ხარისხთა მიმდევრობა და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა. ამიტომაც ისეთი წმინდა უნდა იყოს მღვდელმსახურების აღმსრულებელი, ვითარცა ცათა შინა, იმ ძალთა წინაშე მდგომარე. ..."

ნანახია: (639)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას