წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ლექსი ჩემს თავსა და ეპისკოპოსებზე
„შენ შეგიძლია ენდო ლომს; ლეოპარდი შეიძლება მოათვინიერო და გველიც კი შეიძლება გაიქცეს შენგან, თუმცა კი გეშინია მისი; მაგრამ, ერთს უფრთხოდე - ცუდ ეპისკოპოსებს! ისინი ფიქრობენ, რომ ცაზეაქვთ ძალაუფლება, თუმცა კი ყოველგვარ ჩმახს ლაქლაქებენ და იმასაც კი ვერ ითვლიან, რამდენი ხელი და რამდენი ფეხი აქვთ. თავად არ ფლობენ მეტყველებას და კანონის მეშვეობით პირს უკერავენ მათ, ვინს უფრო მჭევრმეტყველია.
აი, ასეთები არიან ისინი. შეიძლება, უკეთესების გახდებოდნენ, მაგრამ საყდრები უშლით, რადგან ძალაუფლება უგუნურს კიდევ უფრო უარესს ხდის. და თუ ასეთი ადამიანი ჩვენში ეპისკოპოსი ხდება, თუ ის ყველაზე უარესი და სიბილწით აღსავსეა, მაშინ აღსრულდება დაწერილი: „ეკალი ხეებზე მეფობსო“. მიუხედავად ამისა, ის ბრწყინვალებით ზის შუაში, სარგებლობს სხვისი მაგიდის ნაყოფებით და უდროოდ გაჩენილებივით სძულს ყველა. მას მხოლოდ ქედმაღლობის მიზეზი გააჩნია - დიდი ქალაქი. განა ქალაქის ვირი სოფლის ვირზე უპირატესობას ეძებს? ის ისეთივე ვირია, თუმცა კი ცხოვრობს ქალაქში.
მაშ, გეპყრათ ხელში საყდრები და ძალაუფლება, თუკი ეს თქვენს ჯილდოდ მიგაჩნიათ: იმხიარულეთ, უწესოდ მოიქეცით, ჰყარეთ პატრიარქობაზე წილი - დაგითმოთ დიდმა სამყარომ; გამოიცვალეთ კათედრები; ერთნი ძირს ჩააგდეთ, მეორენი კი აამაღლეთ: თქვენ ეს გიყვართ. იარეთ თქვენი გზით! მე კი აზრებით ღმერთისკენ ვიქნები, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ და მხოლოდ მისკენ ვაპყრობ მზერას. "
ნანახია: (404)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას