(I მუხლის განმარტება)
,,მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი”…
როგორი თავმდაბლობაა, , როგორი მოზღვავება უფლის კეთილი ნებისა, როცა მან მოგვცა ნება ღმერთს ვუწოდოთ მამა, ხოლო ჩვენ ვიწოდებოდეთ ღვთის შვილებად. ვერავინ გაბედავდა მისი წმიდა სახელის ლოცვაში ხსენებას, თავად მას რომ არ მოეცა ასეთი ლოცვის ნება, ”_ ამბობს წმიდა კვიპრიანე კართაგენელი.
ქართველთა წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) დარიგებით, ,, ვის უწოდებთ ჩვენ მამად ამ სიტყვებით? ვინ მოგვცა ჩვენ ასეთი კადნიერება რომ მამა ვუწოდოთ ღმერთს? ეს ღირსება ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა. მაცხოვარმა განკაცებით ადამიანი ღვთის ძეობილად გახადა. ნათელღებული ადამიანი ქრისტეში ღვთის შვილად დგინდება, ამიტომ ქრისტიანს შეუძლია ღმერთს მამა უწოდოს. Aხედავთ, რამხელა წყალობა და ღირსება მოგვცა ჩვენ მაცხოვარმა?! როდესაც მამაო ჩვენოს ამბობ, კარგად უნდა დაფიქრდე, ხარ კი ღირსი ღმერთს მამა უწოდო, და თუ მამას უწოდებ, მაშინ შენ უნდა გიყვარდეს და ისე უნდა მმოჩილებდე მას, როგორც ძე ღმერთი - მამა ღმერთს.” ღმერთი თავისი მადლით ყველგან მყოფია, არ არის ადგილი, სადაც ის არ არის. ,,ამ სიტყვებით ჩვენ მხოლოდ მიგვანიშნებს ჩვენს მშობლიურ სამყოფელსა და კერიაზე, ამიტომ თუ გსურს ღმერთი მამად გყავდეს, ზეცისკენ მიმართე მზერა და არა დედამიწისკენ”, გვასწავლის წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი.
წმიდა სილუან სოლუნელი კი ამბობს: ,,ღმერთი, რომელიც წმიდაა, წმიდა შორის განისვენებს. ანგელოზნი კი, რომელნიც მკვიდრობენ ზეცაში, ჩვენზე წმიდა არიან და ზეცაც უფრო წმიდაა, ვიდრე დედამიწა. აი, რატომ ვფიქრობთ, ჩვენ რომ ღმერთი არის ზეცაში. ამით უფალი გვაწავლის მიწიერიდან ზეციერისკენ სვლას და ჩვენს გონებას და გულს ზეცისკენ მიმართავს.
,, წმიდა იყავნ სახელი შენი” - წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: ,,სერაფიმები დაუსრულებლად უგალობენ უფალს ამ საგალობლით: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა.
ისინი, ვინც მეფეებს მეფეებად და თვითმპყრობელებად ადიდებენ, თავად არ ანიჭებენ მათ ამ ტიტულებს, არამედ ადიდებენ მათში იმას, რაც მათ უკვე გააჩნიათ: ამის მსგავსად ჩვენც, ღმერთს კი არ ვანიჭებთ მის სიწმიდეს, როცა ვამბობთ: ,,წმიდა იყოს სახელი შენი”, არამედ ვაქებთ და ვადიდებთ სიწმიდეს, რომელიც არსებითად აქვს მას, ამიტომ სიტყვებში ,,წმიდა იყოს” იგულისხმება ,,დიდებული იყოს.”
წმიდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს: ,,რას ნიშნავს საყვარელნო ძმანო ეს სიტყვა? რატომ ვაბობთ ჩვენ ,,წმიდა იყოს სახელი შენი’’? ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? სახელი ღვთისა არის წმიდა და ყველა სახელზე უწმიდესი; ამ სახელით მივმართავთ და ვევედრებით ღმერთს, რომ მისი სახელი იყოს წმიდა ჩვენ შორის, ჩვენი სუფთა და კეთილი ცხოვრებით, ჩვენ უწოდებთ ჩვენ თავს ქრისტიანს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ სიწმიდით, მაშინ ჩვენს შორის იდიდება ღვთის სახელი, ხოლო თუ ჩვენი ცხოვრება უწმიდურია, მაშინ სახელი ღვთისა ჩვენი მოქმედებით შეიგინება, შეურცხყოფილ იქმნება.” შხვაგვარად რომ ვთქვათ: ზეციურო მამავ, ინებე, რათა ჩვენ შიშით და სიყვარულით გიწოდებდეთ შენ სათაყვანებელ სახელს, რათა მას ამაოდ არ ვიხსენებდეთ, არ შეილახოს მისი წმიდა სახელი ჩვენი ბიწიერი ცხოვრებით, იდიდებოდეს იგი ჩვენს სულსა და ნებაში, ჩვენს საქმეებში, შენი ყოვლადდიდებული სახელი კეთილკრძალულებით იდიდებოდეს კაცობრიობის მთელი მოდგმისგან _ ქვეყნიერების ყოველ კუთხეში და ყველა დროში, ამინ!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (359)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას