“ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ, ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაასაღონ უფრო მომგებიანად თავიანთი ხორბალი, ზეთი, როგორ დააყენონ უკეთ ღვინო, სარფიანად გაყიდონ მატყლი და აბრეშუმი, აზუსტებენ მხოლოდ ძვირფასეულობის ფასსა და მონეტების წონას; მონდომებით ზრუნავენ იმაზე, რომ მათი ყოველდღიური სუფრა იყოს გემრიელი და ნოყიერი, ფუფუნებით სავსე, სურნელოვანი ღვინითა და საკვირველი ზომის თევზებით. ხოლო, რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავაც არ ფიქრობენ თავიანთ სამწყსოს სულებზე. ისინი, სახარებისეული შედარებით, მართლაცდა მგლებად იქცნენ. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმემ მათი სამწყსოდან ჩაიდინა თუნდაც მცირედი შეცოდება, მეყსეულად განურისხდებიან და ყველანაირ ეპიტემიებს დაატეხენ თავს”.
წმ. იოანე დამასკელი
ნანახია: (697)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას