"მოვუსმინე ეპისკოპოსოს გიორგი ჯამდელანის ქადაგებას! არცერთი სიტყვა იმაზე რომ ცოლი არ მოუყვანია, ან მრუშობაში არაა. სამაგიეროდ აქცენტი იმაზე, რომ ეკლესიას ებრძვიან, მას ებრძვიან, რომ მას ბევრი ცოდვები აქვს, მაგრამ უცოდველი ვინაა, ილია ჭიღლაძე ერეტიკოსია რადგან ქალთა მღვდლობას მხარს უჭერს და ქადაგებსო. არადა, ერთადერთხელ გავაზიარე ამაზე პოსტი და ჩემი აზრი (თეოლოგუმენა) გამოვთქვი, რაც არაერთ სხვა ცნობილ მართლმადიდებელ თეოლოგსაც გამოუთქვამს მსოფლიოში. გულწრფელად ვთვლი რომ ჩვენ კაც ეპისკოპოსებზე უკეთესად ქალბატონები იეპისკოპოსებენ. შორენა ხომ ისედაც გაჯდათ თავზე ეპისკოპოსებსაც და მღვდლებსაც და მის წინაშე ძრწოდით ყველა. ერთია რომ ჯამდელიანი დოგმატიკას და კანონიკას ვერ არჩევს, და ერთმანეთში ურევს, ისევე როგორც იმას რომ არ იცის: ერეტიკოსი დოგმატის უარმყოფელს ეწოდება, მე კი არცერთი დოგმატი არ უარმიყვია! მაგრამ რას ვიზამთ, ასე იცის თეოლოგიური სასულიერო განათლების გავლის გარეშე ახალგაზრდა თავდაჯერებული და ამპარტავანი კაცის გაეპისკოპოსებამ.
საბრალო მდგომარეობაა, ისედაც მცირე ტაძარი რომ გაევსო, კვირის წირვა სოფ. საწერეთლოში და სოფ. საიმერლოში არ ჩაატარებინა მღვდლებს აკოფიანს და ჩიქოვანს და თან ახლდნენ საკათედრო მცირე ზომის ტაძარში, ასევე მეშველ ძალად ჩოხოსნები თბილისიდან ჩამორეკილნი, რომ ის ერთი ციდა ტაძარი ხალხით ავსებულიყო. როგორ მებრალებით ყველანი, ვაი, ვაი. რა ადვილია მრევლზე მანიპულირება, კვერთხით და მიტრა-ბისონით მედიდურობა და მზვაობრობა.
მადლობა მეუფევ, რომ ჩემი ფეისბუკის კედელს ასე ერთგულად ყარაულობ და არაფერი გამოტოვე, თვით ის შარშანდელი პატარა პოსტი, რომელსაც არც კი ჰქონდა დიდი გამოხმაურება მაშინ და ჩემი გუშინდელი წყევლის გამოც დაამშვიდე მრევლი.
მე მაინც გირჩევ მეგობრულად და სრული კეთილმოსურნეობით, რომ დატოვო ეპისკოპოსობა და მეუღლეს მიხედო, რათა ნამდვილად იყოთ ბედნიერები და ფარისევლობას მოეშვე. მე შენზე შურისძიება კი არ მწყურია, ეკლესიაში კანონიკური წესრიგის დამყარებას, პატიოსნებას და სამართალს ვითხოვ! შიოლაშვილის ქება-დიდებას კი შეეშვი, კარგად იცი ვინცაა და თუ აქამდე ვერ გაიგე კიდევ, მეუფე იობთან გაიარე კონსულტაცია, მეუფე ათანასე რას ამბობდა მასზე, რომ მოგიყვეს, ის მეუფე ათანასე, რომლის ნაკურთხ სამსხვერპლო წმ. ტრაპეზზეც აღასრულე დღეს წირვა და მეც ვწირავდი ხოლმე:))
ისე, მრევლის დაბოლება-ზომბირება უკეთესი თავდაჯერებით გამოგდის, ვიდრე მაგალითად იაკობას, ან სტეფანოზას, ან თუნდაც მუჯირს :)) "
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, რომ გავრცელლებული ინფორმაციით, მარნეულის ეპისკოპოსი, გიორგი (ლერი) ჯამდელიანი, მესტიის მერის პირველი მოადგილის, ნელი (ნანუჩი) ნავერიანის ქალიშვილზე, მარეხი ჯაფარიძეზე დაქორწინდა.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობას ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსმა გიორგი (ლერი) ჯამდელიანმა დაარღვია, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესი, ასევე, ე.წ. “ქალწულობის” აღთქმა.
ნანახია: (6355)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას