logo.png

კორონავირუსი, ჩინეთის კლოუნი მეთაური და გამქრალი ბიზნესმენი

 

The Guardian“-ის ცნობით, ჩინეთში უგზოუკვლოდ დაიკარგა გავლენიანი ბიზნესმენი ჟენ ჩჟიციანი, რომელმაც გაბედა და შეურაცხყო  პარტიის და სახელმწიფოს ხელმძღვანელი სი ცზინპინი.

 

23 თებერვალს, კორონავირუსის აფეთქების დროს, ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სი ცზინპინის გამოსვლის შემდეგ, ჟენ ჩჟიციანმა საჯაროდ უწოდა მას „კლოუნი“.

 

მან თქვა, რომ ტრიბუნაზე „ახალთახალი ტანსაცმლის დემონსტრაციით დაკავებულ იმპერატორს კი არ ხედავდა, არამედ სამოსისაგან გაძრცვილ კლოუნს, რომელიც იმპერატორად ასაღებდა თავს“!

 

მისი დასკვნით, პარტიის შიგნით არსებულ კრიზისს, თავისუფალი პრესის და სიტყვის არარსებობას უნდა „უმადლოდეს“ ჩინელი ხალხი კორონავირუსის პრობლემის გართულებას და ხალხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას!

 

ჟენ ჩჟიციანი ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წევრია და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მშენებლობის - „Huayuan Real Estate Group“-ის ტოპ-მენეჯერი.

 

ამავე დროს, იგი არაერთი უძრავი ქონების  და რამდენიმე საკუთარი ბიზნეს-პროექტის პატრონია და ამიტომ მისმა გაუჩინარებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მთელ ჩინეთში.

პუტინი და სი ცზინპინი

 

 

ნანახია: (1485)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას