logo.png

ავტ: თაიმერი timer.ge

“პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია” – მეუფე გიორგის სკანდალური აღიარება

მეუფე გიორგი ჯამდელიანი მის ქორწინებასთან დაკავშირებით, “თაიმერის” მიერ, ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც მასზე უცოდველია”.

ამასთან, “თაიმერის” კიდევ ერთი ექსკლუზიური ინფორმაციით, მეუფე გიორგი მარტის მეორე ნახევარში ეპარქიას დატოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავა. თაიმერის წყარის ცნობით, მეუფე გიორგი ჯამდელიანი სამ თვეში შვილს ელოდება.

დანართი:
ჯამდელიანის ამ კომენტარის შემდეგ, მათ, ვინც მეუფის ქორწინების გამოაშკარავების გამო, “თაიმერს” წყევლიდნენ და აგინებდნენ, ახლა, მოუწევთ პირში წყალი ჩაიგუბონ. შემდეგ ჯერზე კი ეცოდინებათ, ვის უნდა გამოექომაგონ და ვის ესროლონ, ან არ ესროლონ ქვა.
ფაქტი კი ერთია: მეუფე თავად აღიარებს და ფაქტობრივად, ადასტურებს კიდევაც მის ქორწინებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობას ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსმა გიორგი (ლერი) ჯამდელიანმა დაარღვია, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესი, ასევე, ე.წ. “უხრწნელობის” აღთქმა.

 

ნანახია: (686)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას