logo.png

არა ნარკოტიკს!

ნუ შევწირავთ ჩვენს შვილებს ეშმაკს! ნარკომანია უმძიმესი სულიერი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით ეშმაკს ემორჩილება. რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად შევდიოდი ციხეში, სადაც ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის მოქმედებდა საგანგებო დახმარების პროგრამა, რათა ამ მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ. როდესაც ვესაუბრებოდი მათ და ვეკითხებოდი: უკვე სამი-ოთხი წელი ციხეში ზიხართ, კიდევ ერთი ამდენი ან მეტი უნდა ისხდეთ და მოხმარების არანაირი საშუალება არ გვაქვთ, ,,ლომკაც " დიდი ხნის გადაგდებული გაქვთ, როცა გახვალთ გარეთ, შესძლებთ თუ არა ნარკოტიკზე უარის თქმას, ასე მპასუხობდნენ:

რადგან აქ ნარკოტიკს ვერ ვხედავთ, იმდენად ძლიერი სურვილი არ გვაქვს მისი მოხმარების, მაგრამ გონებაში მუდმივად გვაქვს ამის განცდა, ძილში ნარკოტიკის გაკეთებას ვხედავთ სიზმრადო!

ნარკოტიკის დავიწყება არ ხდება... როცა ციხიდან გავლენ გარეთ, არავინ იცის, უარის თქმას თუ შესძლებს, თუნდაც ათი წელი იყოს გასული ნარკოტიკის მოუხმარებლად, რადგან ბოროტი ძალა მათ არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას, სრულად აკონტროლებს მათ მეხსიერებას, აქვე, ამქვეყნად აცხოვრებს ჯოჯოხეთში. ამიტომ იბრძოლეთ თქვენი შვილებისთვის ეკლესიასთან ერთად, რათა მარადიულ სატანჯველს არ მიეცნენ ისინი!

კანონით იმ უფლების მინიჭება, რომ მოხდეს ნარკოტიკის სრული ლეგალიზაცია, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ახალგაზრდებს, მათ ოჯახებს, ახლობლებს, მომავალს! ნუ გადავაქცევთ საქართველოს ნამდვილ ჯოჯოხეთად!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (228)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას