logo.png

 

        როგორ ძარცვავს რუსეთი  ყაზახეთის რესურსებს

ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის სკანდალური განცხადებები

 

 

რადიო „თავისუფლების“ ყაზახური რედაქციის (https://www.azattyq.org/)

ცნობით, ყაზახეთის ექს-პრეზიდენტის შვილიშვილმა - აისულთან ნაზარბაევმა გასულ თვეში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა დიდ ბრიტანეთში.

 

აისულთანი უჩივის მასზე განხორციელებულ ძალადობას ოჯახის მხრიდან და საჯაროდ აცხადებს:

 

„მე ვფლობ ინფორმაციას უდიდესი მასშტაბის კორუფციის შესახებ რუსეთისა და ყაზახეთის სახელმწიფოებს შორის. მე ახლა ვსაუბრობ ყაზახეთისათვის წართმეულ აშშ-ის მილიარდობით დოლარზე!

ყაზახეთის გაზი კაპიკებად მიეყიდება რუსეთს შუამავალი ორგანიზაციის საშუალებით.  სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით დგება მოგება 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს ფული საბოლოოდ ბინავდება სინგაპურში.

ამჟამად მე აღმოვჩნდი ჩემი ოჯახის წუწურაქობისა და გაუმაძღრობის შუაგულში, კერძოდ - დედაჩემის: დარიგა ნაზარბაევას და მისი ქმრის - ყაირათ შარიფბაევის!

2015 წელს, რაჰათ ალიევის მკვლელობის შემდეგ,  მისი ხსოვნის პატივსაცემად,  მე მსურდა სათავეში ჩავდგომოდი ფეხბურთის ფედერაციას და მომეტანა პროგრესი  და სარგებელი ჩვენი სამამულო სპორტისათვის, მინდოდა კორუფციისაგან გამეწმინდა ფეხბურთი.

მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის, რომ რაჰათ ალიევმა შეძლო შეუძლებელი - ის ერთადერთი მეცენატი იყო მსოფლიო ფეხბურთში, რომელმაც ყაზახეთი         გადაიყვანა აზიური კონფედერაციიდან უეფაში!“

ყაზახეთის ინფორმაციის მინისტრი დაურენ აბაევი კომენტარს უკეთებს ყმაწვილის განცხადებებს: „ არ არის ეთიკური, იმ ადამიანის ციტირება, რომელიც იმყოფება სამკურნალოდ ნარკოდამოკიდებულების მიზეზით“.

ფაქტები ახლო წარსულიდან:

2019 წლის ოქტომბერში, იმავე წლის ივნისში განხორციელებულ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, აისულთან ნაზარბაევს ლონდონის სასამართლომ მიუსაჯა პირობითი სასჯელი 18-თვიანი გამოსაცდელი ვადით; სასამართლომ დაავალდებულა მსჯავრდებული 140 საათით დასაქმებით საზოგადოებრივ შრომით საქმიანობაში, ნარკოდამოკიდებულებისაგან მკურნალობით და ჯარიმის გადახდით 1300 დოლარის ოდენობით.

საქმის მასალების მიხედვით, ექს-პრეზიდენტის შვილიშვილი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, აძვრა Covent Garden-ის ერთ-ერთ აივანზე, რა დროსაც მეზობლებმა გამოუძახეს პოლიციას. პოლიციელმა უბრძანა აისულთანს დაწოლილიყო იატაკზე და არ განძრეულიყო. ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი არ დამორჩილდა ბრძანებას, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი. დაკავების დროს აისულთანმა ხელზე უკბინა პოლიციელს.

ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახი დუმს შვილიშვილის საქციელთან დაკავშირებით.

ნანახია: (1691)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას