თეოდოსი პეჩორელის წინასწარმეტყველება რუსი იერარქებისადმი
დღეს, 15 მარტს, კიეველი პეჩორელი წმინდა მამების ხსენების დღეა.
პეჩორელი მამების გვირგვინია ღირსი თეოდოსი პეჩორელი.
თეოდოსი პეჩორელი, ამასთანავე, ბურჯია მართლმადიდებლობისა.
ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ქრესტომათიულია მისი შეგონებები:
„ერიდე შვილო, ჭეშმარიტი სწავლებისაგან განდგომილებთან ყოველგვარ საუბარს, თუკი ვინმე ცხონდება, მხოლოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მცხოვრები... სხვისი სარწმუნოების ქება არ შეიძლება, ვინაიდან ეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაა... თუ შიშველი, მშიერი ან უბედურებაში ჩავარდნილი იუდეველი, მუსლიმი, ან კათოლიკე დაინახო, ყველას მიმართ იყავი მოწყალე, როგორც შეგიძლია დაიხსენი გაჭირვებისაგან. მაგრამ თუკი ვინმე გეტყვის, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება უფლისაგანააო, ასე უპასუხე : შეხედე რას ამბობს წმინდა წერილი : ,,ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება...“
სწორედ ეს დიდი წმინდანი გამოეცხადა მამხილებლად 2002 წელს მაშინდელ რუსეთის პატრიარქს - ალექსი მეორეს. იმდენად მძიმე აღმოჩნდა პატრიარქისთვის მხილების ტვირთი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა შეერყა და კარგა ხანს მკურნალობდა გონს მოსაგებად.
სამაგიეროდ, ისეთნაირად შეცვალა იგი თვისებრივად ნანახმა და გაგონილმა, რომ გამოცხადების შემდეგ დაიწყო თავისი ხელქვეითების კიცხვა ცოდვით დაცემაში, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია და მრავალი წლის შემდეგ ქომაგად დაუდგა საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობისა და მათი ეპარქიების რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში გაერთიანების მცდელობისას, რასაც ადრე აგრეთვე არასოდეს გააკეთებდა.
ამიტომაც იყო, რომ ბევრი ეჭვები გააჩინა მისმა ბუნდოვანებით მოცულმა სიკვდილმა, რაც არა უბედურ შემთხვევას, არამედ მკვლელობას მიაწერეს. ხოლო რა უთხრა პატრიარქს წმინდა თეოდოსიმ, ასეთი ვნებათაღელვა რომ გამოიწვია?
აი, ის სიტყვაც:
„განუდექით ღმერთს - შენ და მრავალი კიდევ შენი ძმობიდან და მიეახლეთ ეშმაკს; ხოლო მმართველნი რუსეთისა ამჟამად არიან არა გზის მაჩვენებელნი, არამედ მამრუდებელნი. და ეკლესიაც გუნდრუკს უკმევს მათ. და ვერ დადგებით თქვენ მარჯვენით ქრისტესა. და გელოდებათ თქვენ წამებანი ცეცხლისა, კბილთა ღრჭენა და მარადიული სატანჯველი, თუკი არ მოეგებით გონს, წყეულნო. უფლისა ჩვენისა წყალობა უსაზღვროა, თუმცა მეტად გაგიგრძელდებათ ცხონებისაკენ სავალი გზა, თქვენი აურაცხელი ცოდვების გამოსასყიდად, ხოლო ახლო არს ჟამი პასუხისა!“
ნანახია: (2164)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას