Nature Metabolism-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს.
ამ დასკვნამდე პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები მივიდნენ. მათ იმ ადამიანების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ბევრ ცილას მოიხმარენ.
იმ შემთხვევაში თუ თვქენი ყოველდღიური კალორიებიდან 22%-ზე მეტი ცილაა, ამან შეიძლება მაკროფაგების გაააქტიურება გამოიწვიოს. ეს იმუნური უჯრედების ტიპია, რომელიც არტერიებში ქოლესტერინისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს.
მთლიანობაში, ეს ათეროსკლეროზის რისკებს ზრდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ კონკრეტული ამინომჟავა, ლეიცინი, ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი აქტივატორია.
"კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესი მეტაბოლიზმისთთვის დიდი რაოდენობით ცილების მიღება არ არის პანაცეა. ამით შეიძლება არტერიებს სერიოზული ზიანი მივაყენოთ", — თქვა პიტსბურგის კარდიოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ბაბაკ რაზანმა.
მკვლევრების თქმით, საკვები უნდა მივიღოთ ზომიერად და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი დიეტა იყოს მრავალფეროვანი.
წყარო: Futurism
ნანახია: (196)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას