"მათთვის, ვინც ამბობს: ბავშვის მონათვლასთან მშობლის რწმენას რა კავშირი აქვსო.
პავლე მოციქული ალბათ იცით ვინც არის. მას ჰყავდა საყვარელი მოწაფე ტიმოთე, რომელიც შემდეგ რომის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ეფესოს ეპისკოპოსი იყო. ტიმოთეს მიმართ პავლეს ტყვეობიდან გაგზავნილი წერილები ახალ აღთქმაშია შეტანილი. ერთ ადგილას პავლე სწერს მას: “მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა ბებიაშენ ლიდიაში და დედაშენ ევნიკეში, და მწამს, შენშიაც.” (2 ტიმ. 1,5) ანუ ტიმოთეს ბებიაც მორწმუნე ჰყავდა, დედაც და ამიტომ თვითონაც ეზიარა სარწმუნოებას. სხვა ადგილას სწერს პავლე: პატარაობიდან იცნობ წმინდა წერილს, რომელსაც შეუძლია შენი ცხონებაო. (2 ტიმ. 3,15) საიდან იცნობდა სულ პატარა ბავშვი ტიმოთე წმინდა წერილს? რა თქმა უნდა, მისი მორწმუნე ბებიისგან და დედისგან. ისინი უკითხავდნენ და ასწავლიდნენ. დღეს კი ზოგიერთი ამბობს: მერე რა, რომ მე არ მაინტერესებს ბიბლია, იქნებ ჩემმა შვილმა ისწავლოსო. როგორ უნდა ისწავლოს თუ შენ არ წაუკითხე და ასწავლე ბავშვობიდან ტიმოთეს დედისა და ბებიის მსგავსად? ადამიანი ზრდასრულობაში ყოველთვის იმეორებს იმას, რასაც ბავშვობაში ხედავს."
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნანახია: (406)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას