logo.png

ექსკლუზივი: “თაიმერისთვის”ახლად დაქორწინებული ეპისკოპოსის ვინაობა ცნობილია

ავტ: თაიმერი timer.ge

ვინ არის, ის, ახლად დაქორწინებული ეპისკოპოსი, ვისზეც დეკანოზი, ილია ჭიღლაძე და პეტრე კოლხი საუბრობდნენ?!

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მარნეულის ეპისკოპოსი, გიორგი (ლერი) ჯამდელიანი, მესტიის მერის პირველი მოადგილის, ნელი (ნანუჩი) ნავერიანის ქალიშვილზე, მაგდა ჯაფარიძეზე დაქორწინდა.

“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, მესტიის მერის მოადგილე მილოცვებს, უკვე, ოფიციალურად იღებს.

შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსის ქორწინების შესახებ ცნობა დეკანოზმა, ილი ჭიღლაძემ და პეტრე კოლხმა გაავრცელეს, თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ იმ ეპისკოპოსის ვინაობა, რომელიც, რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობის აღთქმას ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსმა გიორგი (ლერი) ჯანმდელიანმა დაარღვია, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესი, ასევე, უქორწინებლობის აღთქმა.

ავტორი: ბერდია კალანდია

 

ნანახია: (1507)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას