logo.png

კლასიკური ფიზიკის მიღმა — მეცნიერებმა მატერიის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს

საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა მატერიის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინა. ეს კვანტურ ფენომენთან არის დაკავშირებული და ცნობილია როგორც ქირალური ნაკადი.

ეს ნაკადი წარმოიქმნება ატომური მასშტაბით ელექტრონების ერთობლივი მოძრაობით, რომელიც ცნობილია როგორც სპინი.

ქირალურობის მნიშვნელობა

ქირალურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, ის ფუნდამენტურია დნმ-ის გაგების მხრივ. აღმოჩენილ კვანტურ ფენომენში, ქირალურობის ნაკადი გამოვლინდა სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედების შესწავლით. ქირალური ნაკადი ელექტრონების ერთობლივი მოძრაობით წარმოიქმნება.

Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენს ცოდნას კვანტური მასალების, ქირალური კვანტური ნაკადის ძიებისა და მასალების ზედაპირზე წარმოქმნილი ფენომენების შესახებ.

"ამ კვანტური მდგომარეობის აღმოჩენამ შეიძლება ელექტრონიკის ახალი ტიპის განვითარებას გაუხსნას გზა. გარდა ამისა, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ახალი სენსორული ტექნოლოგიების განვითარებაზე. ასევე ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარებას", — თქვა ფედერიკო მაცოლამ, ფიზიკოსმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.

მატერიის ეს მდგომარეობა აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ, თუმცა იყო ვარაუდი რომ ის არსებობდა. აღმოჩენის შემდეგ ულტრათხელი ელექტრონლი მოწყობილობების შემუშავება კიდევ უფრო უნდა გაადვილდეს.

ასეთ მასალას რევოლუციის მოხდენა შეუძლია კვანტურ ფიზიკაში და ის ბევრად აღემატება კლასიკური ფიზიკის მახასიათებლებს.

წყარო: Scitechdaily

ნანახია: (218)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას