logo.png

Zurab Aroshvili

განმარტება ეკლესიისა

ეკლესია არს ტაძარი ღვთისა, სახლი შესაკრებელი ერისა, გვამი ქრისტესი და სძალი მისი წყლითა მით ნათლისღებისათა განწმედილი, და პატიოსნითა სისხლითა მისითა პკურებული, ვითარცა სძალი აღბეჭდული და შემკული საცხებელითა მით სულისა წმიდისათა: ეკლესია არს ცა ქვეყანასა ზედა, რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ცათა შინა მყოფი ღმერთი. ცად ვიტყვი ვიდრე მე ზენა კერძოდ და ზეციერად სამსახურებელსა საკურთხეველსა. ხოლო ქვეყანად ეკლესიასა მუნ შემოკრებული, და ვითარცა ზენა ცით მოიღებენ წყალთაგან წმინდა ქმნასა: მას შინა გამოისახვის ჯვარცმა, დაფლვა, და აღდგომა ქრისტესი, რომელ ესე უზეშთაესარს კარავსა მას საწამებელსა: რამეთუ ესე წმინდა ეკლესია მამათმთავართა წინათვე მოასწავეს, წისწანასწარმეტყველთა ჰქადაგეს, მოციქულთა დააფუძნეს, და მღვდელთ მოძღვართა დაამტკიცეს: ხოლო წმინდა ტრაპეზი პატიოსნისა საკურთხეველისა, უფლისა თქვენისა სახე არს, რომელსა ზედა მდებარე არს ჭეშმარიტი იგი და ზეცისა პური ქრისტე, რომელი იგი უსისხლოდ დაიკვლის ვითარცა კაცი, და ხორცსა და სისხლსა თვისსა მისცემს მორწმუნეთა თვისთა ცხოვრებად საუკუნოდ:

ტრაპეზი არს საყდარი ღვთისა, რომელსა ზედა განისვენებს ქერაბინთა ზედა მჯდომარე ქრისტე ღმერთი ჩვენი, ცხოვრებისათვს ჩვენისა განკაცებული, ვითარცა იგი დიდებულს მას საიდუმლოსა მას სერობასა მჯდომარე იყო შორის მოწაფეთა თვისთა და მოციქულთა. მოიღო პური და ღვინო, წმინდა ჰყო, და თქვა. მიიღედ და სჭამედ, და სუთ ამისაგან, ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი.

და კვალად ამისვე ტრაპეზისა მოსწრაფება გამოსახა დიდმან მოსე, ოდეს შემზადა ტაბლა იგი, რომელსა ზედა იყო მანანა, რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტე არს მანანა, რომელი გარდამოხდა ზეცით ცხოვრებისათვს ჩვენისა სალხინებელი, რომელი ზედა ადგს წმიდასა ტრაპეზსა, სახე არს თხემისა ადგილისა, სადა იგი ჯვარს ეცვა ქრისტე ხნისათვს ჩვენისა, რამეთუ ადგილსა მას ზედა დაეფლა უფალი: ამას გამოსახვიდა კიდობანიცა იგი რჯულისა, რომელი იყო წმიდა წმიდათა, სადა იგი ბრძანა ორთა ქერაბინთა ქმნა ამიერ და იმიერ: საკურთხეველი კვალად სახე არს საფლავისა, სადა იგი დაიკლა უფალი ჩვენი, მსგავსად კრავისა მის, რომელი ეგვიპტეს მოსეს მიერ ესწავა ისრაელსა, და სისხლითა მით კრავისათა პოვეს ლხინება მომსრველისა მისგან სენისა, და განთავისუფლდნენ მონებისა: შეიწირა მამისა კრავი ღვთისა ჭეშმარიტი მღვდელთ მოძღვარი იგი დიდებისა, შობილი დედაკაცისაგან, და აწკი იგივე არს უსისხლოდ შემწირველი და შეწირული, რომლისა ზიარებითა ზიარ ვიქმნენით ცხოვრებაისა საუკუნესა: საკურთხეველი სახე არს ზეცისა მის უხილავისა სასუფევლისა. რამეთუ მსგავსად მუნ მდგუმარეთა მათ ძალთასა, მდგომარე არიან მღუდელნი აქა წინაშე უფლისა, ამისთვსცა ჯერარს, რათა იყვნენ მსგავსად მათსა ცეცხლებრ შემწველ ყოვლისავე ბუნებისა: რამეთუ ზეცისა იგი მღუდელობანი ქვეყნისა ყოველივე განაწესა ძემან ღვთისმან შემოქედმან ყოველთამან: საკურთხევლისა იგი საჯდომი, ადგილი არს საყდარი საყდართა სადა იგი უფალი ჩვენი მჯდომარეარს მოციქულთა თანა, ვითარცა თქვა. დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა ზედა: და სახე არს მეორედ მოსვლისა, ოდეს დაჯდეს უფალი საყდართა დიდებისათა, განკითხვად სოფლისა, ვითარცა იტყვს წერილი. ვითარმედ მუნ დადგნენ საყდარნი სასჯელისანი: კანკელი არს მაუწყებელი სალოცველისა ადგილსა,რომელ მოასწავებს გარეშე მისა დადგრომასა ერისასა, ხოლო შინაგან წმიდა წმიდათასა, შესვლა და მსახურებაი მღვდელთა მიერ: ნანდვილვე წმიდათასა ქრისტეს საფლავსა კანკელი არს რვალისა, რათა არავინ ურიდად შევიდეს: კანკელისა ზედა იგი სამკაული, მოასწავებს სამკაულსა მას კარავისა საწამებელისასა, რომელსა ზედა არს სახე ჯვრისა, რომელ გარდააგორვა ანგელოზმან, კარისაგან საფლავისა, და დაჯდა მას ზედა, და ახარა მენელსაცხებელთა აღდგომა უფლისა, სიტყვისაებრ წერილისა რომელი იტყვს, აღიღეთ მთასა მას ზედა ველოვანსა, მახარებელი ეგე.

დიდი კურთხევანი

ნანახია: (418)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას