ბავშვობაში მიღებულმა სტრესმა შეიძლება უფრო დიდ ზიანი მიაყენოს ტვინის განვითარებას, ვიდრე ტვინზე მიღებულმა ტრავმებმა, მაგალითად დაცემისას, თამაშისას, ბურთის თავში მოხვედრისას…
ძალიან საყურადღებოა ეს თემა, რადგან:
1. ფართოდ გავრცელებული
2. ყურადღება სათანადოდ არ ექცევა
3. ყურადღება დროულად არ ექცევა
4. პროფესიონალების დეფიციტია
5. სოციალური ტაბუ ადევს მაინც
6. არასწორი წარმოდგენები ზოგადად ფსიქიკაზე და განვითარებაზე.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ტვინზე მიღებულმა ტრავმამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ბავშვის/მოზარდის განვითარებაზე, კერძოდ ჯანმრთელობის მხრივ.
ნუ გაგვიკვირდება, რომ ბავშვობაში მიღებულმა/მიყენებულმა სტრესმა, განსაკუთრებით ე.წ. ტოქსიკურმა სტრესმა ტრავმაზე დიდი და კომპლექსური ზიანი მიაყენოს ტვინის განვითარებას და ხელი შეუწყოს ისეთი პრობლემების ჩამოყალიბებას, როგორიცაა:
ADHD ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი
ლუდომანია ან/და სხვა მაღალი რისკის შემცველი საქციელი
ნივთიერებებზე დამოკიდებულება
აგრესიული საქციელი
პრობლემები სოციალურ თანაცხოვრებაში
და ასე შემდეგ.
რა ითვლება ტოქსიკურ სტრესად:
ემოციური ძალადობა
ფიზიკური ძალადობა
სექსუალური ძალადობა
ოჯახური ძალადობა
ემოციური ნეგლექტი (იგნორირება)
ფიზიკური ნეგლექტი
ოჯახის წევრის მძიმე, უკონტროლო მენტალური დაავადება
ოჯახში ნარკოტიკების მოხმარება
ბავშვის მიერ ნარკოტიკების, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარება
მშობლების განშორება და ამაზე დუმილი
ბულინგი
და ეს სია არასრულია.
სტრესს ვერ ავირიდებთ ყოველთვის, მითუმეტეს ისეთსას, როგორიცაა მშობლების განშორება, ბულინგი, ავადმყოფობა ოჯახში…
მითუმეტეს აუცილებელია:
ბავშვისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა
მასთან კომუნიკაცია
მისთვის გასაგებ ენაზე ვითარების ახსნა
მისთვის კითხვების დასმის თავისუფლების შეგრძნების მიცემა,
უცნაური, არატიპიური საქციელის შემთხვევაში ასევე ღია, თბილი, მშვიდი კომუნიკაცია
ბავშვის დროულად ბავშვთა ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან, თუნდაც პედიატრთან მიყვანა, თუ ფსიქოლოგი ვერ იპოვეთ.
ბავშვობის წლები არის ფესვები, რომელთა სიმყარე, სიჯანმრთელე და სისაღე წყვეტს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური ჯანმრთელობა, გაზრდის შეუფერხებლობა, სრული პოტენციალის განვითარება.
ბავშვი არ არის პატარა ზრდასრული, ბავშვი ბავშვია!
ჯანმრთელ და სულიერად მშვიდ ბავშვებს გისურვებთ ყველას!
თქვენი ჰაუსი
ჟურნალი ჟოლო
ნანახია: (229)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას