"ისტორიკოსის ცნობა, რომ დავით აღმაშენებელმა ჯარში აკრძალა ,,სიმღერანი საეშმაკონი და გინება ღმრთისა საძულველი", ქართულ ისტორიოგრაფიაში არასწორადაა გაგებული, მუსიკის მკვლევრები იყენებენ ამ ცნობას, ,,საეშმაკო სიმღერებში" წარმართობის გადმონაშთ სიმღერებს ვარაუდობენ.
სინამდვილეში ,,სიმღერა" ნიშნავდა თამაშს, მე-12-13 საუკუნეების ქართულ ტექსტებში ხშირად იხსენიება ჭადრაკისა და ნარდის სიმღერა, ანუ თამაში, ამგვარად, დავითმა ლაშქარში აკრძალა ჭადრაკი, ნარდი და სხვა აზარტული (საეშმაკო) თამაშები.
საიდან მივიღეთ სიმღერა/თამაშის თანამედროვე მნიშვნელობა ? ამ კითხვას ძალიან საინტერესო ფილოსოფიურ უნივერსალიამდე გავყავართ, ვისაც ქართული პროგრამა გაქვთ ტელეფონში, შეგინიშნავთ თუ არა, რომ ფლეილისტში ,,დაკვრა" ზოგჯერ ,,თამაშად" არის თარგმნილი ? ინგლისური Play-ს თარგმანია, რომელიც თამაშსაც ნიშნავს და დაკვრასაც, ფრანგული jouer-ც ერთდროულად აღნიშნავს თამაშს და დაკვრასაც, მარტივი ლოგიკაა - მუსიკალური ინსტრუმენტიც სათამაშოა, ამიტომ დაკვრა და სიმღერაც შეიძლება თამაშად იქნეს მიჩნეული, სწორედ ამის საფუძველზე მე-12 საუკუნიდან ქართული სიმღერა თამაშის გარდა ივითარებს იმ მნიშვნელობასაც, რომელიც მას ახლა აქვს."
მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.
ნანახია: (259)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას