აღმოაჩინეს ვირუსები, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დაგვეხმარება
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მეცნიერებმა ახალი თანამებრძოლები აღმოაჩინეს. ეს მოკავშირეები ვირუსები არიან. მკვლევრებმა მათ წყლის ქვეშ მიაგნეს.
კონკრეტული ვირუსები ნახშირბადის დაჭერის მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს პროცესი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შესამცირებლადაა მნიშვნელოვანი.
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიისა და კლიმატის მეცნიერების ექსპერტთა ჯგუფმა ოკეანეში სწორედ ასეთი ვირუსები აღმოაჩინა. მკვლევრებმა მათი გენომი გააანალიზეს.
"შედეგებით შოკირებული ვიყავით. ასეთ მაღალ მაჩვენებელს არ ველოდით. კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსები ნახშირბადს მნიშვნელოვნად აკავებენ", — თქვა მეთიუ სალივანმა, მიკრობიოლოგიის პროფესორმა და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიომის მეცნიერების ცენტრის დირექტორმა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნხაშირბადის შეკავება ვირუსების მიერ წყლის ორგანიზმების დაინფიცირებით ხდება.
ეს ნიშნავს, რომ ოკეანემ ნახშირბადის შეკავების მხრივ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე შეამციროს. ამით კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობას შევამსუბუქებთ.
"ოკეანეები შთანთქავენ ნახშირბადს და ეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. ნახშირორჟანგი შეიწოვება გაზის სახით და მიკრობების მიერ მისი ორგანულ ნახშირბადად გარდაქმნა ხდება. რაც ჩვენ ახლა გავიგეთ ისაა, რომ ვირუსები ამ პროცესში მნიშვნელოვან რულს ასრულებს. შესაბამისად, ვცდილობთ გავარკვიოთ რომელი ვირუსია ამ მხრივ ყველაზე აქტიური და ამ მონაცემებს აუცილებლად გამოვიყენებთ", — აღნიშნა სალივანმა.
წყარო: Interesting Engineering
ნანახია: (209)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას