logo.png

Gelasi Aroshvili

"აი, ახლა ალბათ ძალიან ცუდი და არაპატრიოტული რამ უნდა დავწერო, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია, რომ არ დავწერო.

არათუ მხოლოდ ქართული აგიოგრაფიის, არამედ ასევე ვეფხისტყაოსნის, სულხან საბას და გურამიშვილის სწავლება სკოლაში და მერე ფორს მაჟორში აბიტურიენტებისთვის უცებ მიყრა, არის სრული აბსურდი და მაზოხიზმი, უფრო მეტიც ამ გენიალური ტექსტების შეურაცხყოფა და სამუდამუდ შეძულება ბავშვებისთვის. ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ტექსტები, მათი ენობრივი, რელიგიური, ტერმინოლოგიური, კულტურული, მენტალური შემადგენლებით სრულიად უცხო და გაუგებარია თანამედროვე ადამიანისთვის, მითუმეტეს ბავშვებისთვის. სამყარო რომელშიც ისინი ცხოვრობენ პოლუსურად განსხვავდება იმ ეპოქებისგან, რომლებშიც ამ ტექსტების ავტორები და გმირები ცხოვრობდნენ, იღწვოდნენ, იბრძოდნენ, ქმნიდნენ. ამ ავტორებთან შეხვედრას, მათი თხზულებებისადმი ინტერესს, სერიოზული კულტურული და ინტელექტუალური მომზადება სჭირდება და უაღრესად ინდივიდუალური და ინტიმური საქმეა, რასაც სკოლის მოსწავლეებს ვერ მოვთხოვთ. წინასწარ ნუ მოვუკლავთ მათი გონიერი კითხვის ინტერესს ახალგაზრდებს, ეს მომენტიც აუცილებლად დადგება ბევრისთვის, მათ ელოდებათ საოცარი ადამიანების საოცარი ცხოვრებები, საკვირველი ამბები, ღვთაებრივი სიბრძნის, ფილიგრანული ოსტატობის, გენიალური პოეზიის უნიკალური ნიმუშები."

წერს გელასი აროშვილი.

 

ნანახია: (248)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას