I-II-საუკუნეების ქართველი შუბოსნები, დედოფლისგორის ძვლის ბანქოს გამოსახულებები, პირველი გამოსახულება ძალიან კურიოზულია, რომაელ მხედარს (სკუტუმსა და კალიგაზე ეტყობა) ქართველი შუბოსანი ჭრის უკანალში.
პლუტარქეს ცნობით, ტიგრან დიდი იბერიელ შუბოსნებს რომაელების წინააღმდეგ ბრძოლებში ყველაზე მეტად ენდობოდა.
შთამბეჭდავია, რომ შუა საუკუნეებშიც, ევროპის მამის - კარლოს დიდის შესახებ შეთხზულ სიმღერებში ჩნდებიან ქართველი შუბოსნები, ჟან ბოდელის საქსონიური სიმღერა აღწერს საუკეთესო ფრანგი და გერმანელი რაინდების - გასკონელების, პუატიელების, ერუპუელებისა და ბავარიელების ბრძოლას ქართველი მოქირავნეების წინააღმდეგ.
ამ მნიშვნელობის წყარო ბოლო ასი წელია არ უნახავს ჩვენს ისტორიოგრაფიას და კიდევ დიდხანს მსგავსი არაფერი გამოჩნდება, ჩემი აღტაცების და გულის ცეცხლის თქვენზე მოსადებადაც რამდენიმე ფრაგმენტს გაგიზიარებთ სიმღერიდან.
ტექსტი პოეტურია, მაგრამ ნებისმიერ ისტორიულ ქრონიკაზე მჭევრმეტყველი წყაროა მე-12 საუკუნის საქართველოს შესახებ.
ცხადია, ქართველები კარლოს დიდს რეალურად არ შეხვედრიან, მაგრამ აქ მე-12 საუკუნის ქართული სინამდვილეა თარგმნილი პოეტურად.
სიმღერის კონტექსტი, კარლოს დიდი ებრძვის მის უსასტიკეს მტრებს, საქსებს, ფრანგთა და გერმანელთა დიდი ლაშქრით კარლოსი სადაცაა ,,საბოლოოდ ამოძირკვავს საქსებს", მაგრამ ამ დროს საქსები დაიქირავებენ ქართველ მებრძოლებს, სიმღერა აქ შთაგონებულია ისტორიული რეალობით - ქართველი მოქირავნეების მეშვეობით ბიზანტიელებმა რამდენჯერმე დაამარცხეს დასავლეთ ევროპელი რაინდები.
ქართველთა დანახვისას შარლს გული შეუწუხდება.
ქართველი მოქირავნეები გაანადგურებენ შარლემანის ელიტურ რაზმებს: გასკონელებს, ერუპუელებს, პუატიეელებს და ბავარიელებს:
,, ამ დროს მარდად გამოდიან ქართველნი
მოიღერს მუჭით მათი შუბები,
და წინაშე მათი მჭიდრო წყობისა
გაილივნენ შიშით ფრანგთა გულები,
მათ მეთაურთა ტანის მშვენება
საამურია თვალმიდევნებად.
საქართველოდან იყვნენ მოსულნი,
თავის საჭურვლით სრულად მოცულნი,
ისინი იყვნენ რბევას ჩვეულნი,
ნადგურდებოდნენ მათგან გვემულნი"
მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.
ნანახია: (248)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას