logo.png
SQL statement failed

"აღსარებანი"

"...ვინ ვიყავი, ან რა ვიყავი? რანაირ პრობლემას არ იტევდა ჩემი საქმე? საქმე თუ არა,

სიტყვა; სიტყვა თუ არა, ნება მაინც? მაგრამ შენ, უფალო, მოწყალეო და სახიერო, ჩახედე

ჩემი სიკვდილის უფსკრულს და ჩემი გულის სიღრმიდან შენი მარჯვენით ამოძირკვე

უწმინდურების შმაბნარი. ხოლო ეს იმას მოასწავებდა, რომ ამიერიდან მთელის არსებით ის

კი აღარ უნდა მესურვა, რაც თვითონ მსურდა, არამედ ის, რაც გსურდა შენ.

მაგრამ სად იყო ამდენი ხნის მანძილზე ჩემი თავისუფალი ნება, ან რომელი უძირო და

ფარული უფსკრულიდან გამოიხმე იგი ერთ წამში, უცებ რაოდენ საამური შეიქნა ჩემთვის

დამხშოდა ყველა მიწიერი სიამის კარი! რაც უფრო მეტად მაშინებდა ის წამი, მით მეტ

სიხარულს მგვრიდა ახლა.

შენ განდევნე ჩემგან ამქვეყნიურ სიამეთა ყველა სურვილი, ო, ჭეშმარიტო და უზენაესო

სიტკბოებავ; დიახ, შენ განდევნე ისინი, რათა თვითონ დაგეკავებინა მათი ადგილი,

ყოველგვარ სიტკბოებაზე უტკბესო, მაგრამ არა სისხლისა და ხორცისათვის; ყოველგვარ

ნათელზე უნათლესო, მაგრამ ყოველგვარ იდუმალებაზე უიდუმალესო; ყოველგვარ პატივზე უზენაესო, მაგრამ არა პატივმოყვარეთა და მზვაობართათვის. ჩემი სული უკვე თავისუფალი

იყო ურიცხვი მტანჯველი საზრუნავისგან...

მე მხოლოდ შენ

გესიტყვებოდი, ნათელო ჩემო, სიუხვეო ჩემო, ხსნავ ჩემო, უფალო ღმერთო ჩემო."

 ნეტარი ავგუსტინე, "აღსარებანი", წიგნი IX, თავი I 

SQL statement failed

ნანახია: (222)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას