logo.png

ტვინის ჯანმრთელობა

ტვინის ჯანმრთელობას და ჩვენს დიეტას შორის ძლიერი კავშირი არსებობს.

დეპრესია, შფოთვა, დემენცია, ქცევის პრობლემები, ძალადობა, ტვინის ნისლი დიდწილად დაკავშირებულია ჩვენს მიერ ყოველდღიურად მირთმეულ საკვებთან.

ზედმეტად გადამუშავებული, შაქრით და სახამებლით მდიდარი საკვები აზიანებს მენტალურ ჯანმრთელობას, მაშინ როდესაც, დაბალნახშირწყლოვანი, ჯანსაღ ცხიმებზე და ცილებზე, ბოსტნეულზე დაფუძნებული დიეტა კურნავს და აძლიერებს ტვინს.

  ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა კვებასთან დაკავშირებულ კვლევის ახალ სფეროებს, როგორიცაა კვების ფსიქიატრია, მეტაბოლური ფსიქიატრია, მეტაბოლური ნევროლოგია. მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტს აქვს მეტაბოლური ფსიქიატრიის განყოფილება. მეტაბოლური ფსიქიატრია მეტაბოლურ ჯანმრთელობას და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირს შეისწავლის. მეტაბოლური პროცესები გავლენას ახდენენ მენტალურ ჯანმრთელობაზე. მეტაბოლურ თერაპიას (კეტოგენური დიეტა ან სპეციფიური მედიკამენტები) აქვს უნარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მიტოქონდრიის მდგომარეობა და შესაბამისად, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა.

ჰარვარდს აქვს კვების ფსიქიატრიის განყოფილება, რომელიც შეისწავლის კვების გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე.

  კვლევები აჩვენებს, რომ ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა ზედმეტად გადამუშავებული, შაქრიანი, სახამებლის შემცველი საკვების ჩანაცვლება მთლიანი, გადაუმუშავებელი საკვებით, საკმაოდ ეფექტურია დეპრესიის სამკურნალოდ.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მძიმე ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვები მკვეთრად იცვლებიან, როდესაც ისინი ზედმეტად გადამუშავებული საკვების მოხმარებიდან მთლიანი საკვების მოხმარებაზე გადადიან. ეს ფაქტი მათ შორის შეზღუდვების გამოყენებას 75%-ით და თვითმკვლელობების რიცხვის 100%-ით შემცირებას იწვევს.

  მოძალადე არასრულწლოვანებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბავშვებში ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმიზაცია 91 პროცენტით ამცირებს ძალადობრივ ქმედებებს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ძალადობრივი ქცევა ვლინდებოდა საკვები ნივთიერებების დეფიციტის გამო, რომლებიც არეგულირებენ განწყობას და ქცევას, მათ შორისა რკინა, მაგნიუმი, B12 და ფოლიუმის მჟავა. ამ ბავშვებისთვი სამი თვის განმავლობაში ვიტამინების მიცემას ელექტროენცეფალოგრამაზე ტვინის პათოლოგიური ტალღების გამოსწორება მოჰყვა.

იმ ბავშვებში, რომლებიც ჯანმრთელ დიეტაზე გადავიდნენ, 80%-ით შემცირდა ძალადობრივი დანაშაული, ხოლო მათ, ვინც გადამუშავებულ დიეტაზე დარჩნენ, გაუგრძელდათ ძალადობრივი საქციელი.

  ერთ-ერთმა მცირე ზომის კვლევამ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ( ADHD) დიაგნოზის მქონე ბავშვების 65% -ში მაგნიუმის, 60% -ში თუთიის და 70% -ში სპილენძის დეფიციტი აღმოაჩინა.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბავშვებში მაგნიუმის და თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასთან, უყურადღებობასთან და იმპულსურობასთან. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ADHD-ის ერთადერთი გამომწვევი მიზეზია, თუმცა საკვები ნივთიერებებით მდიდარ დიეტაზე ფოკუსირება არის ის, რასაც სარგებლის მოტანა შეუძლია უარყოფითი გვერდითი ეფექტების გარეშე.

  იმის გარდა, რომ ბევრი ბავშვი არ ჭამს საკმარისი რაოდენობით ტვინის ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვებს, ისინი ამასთან ერთად, გადამუშავებული საკვების მიღებით, მიირთმევენ ძალიან ბევრ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის საკვების საღებავებს, კონსერვანტებს და დანამატებს, რომ აღარაფერი ვთქვათ შაქარზე, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასთან და ჯანმრთელობის ბევრ სხვა პრობლემასთან.

  ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია, ზედმეტად გადამუშავებული ანუ ულტრაპროცესირებული საკვების გამორიცხვაა კვების რეჟიმიდან.

  ომეგა-3-ით, თუთიით, მაგნიუმით, D ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვები, გავლენას ახდენს განწყობაზე და ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს.

ბოსტნეული, ხილი (განსაკუთრებით დაბალი შაქრის შემცველი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი), მთლიანი მარცვლეული (არა თეთრი ფქვილი), თხილი და თესლები; დაბალი სახამებლის შემცველი ბოსტნეული-ლობიო და პარკოსნები; ხარისხიანი ხორცი, ფრინველი და თევზი არის ის საკვები, რაც მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის.

ქეთევან შავლიაშვილი,  ექიმი, ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი.

წყარო: 

https://www.sciencefocus.com/…/prison-food-nutrition…

https://www.mdpi.com/2078-1547/14/3/37

https://med.stanford.edu/psych…/patient_care/metabolic.html…

ნანახია: (191)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას