logo.png

ყინწვისის მონასტერი საფრთხეშია - მე-13 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში წვიმის წყალი ჩადის

ყინწვისის მონასტერი საფრთხეშია. მე-13 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და უნიკალური ფრესკები ირეცხება. კედლები იმდენად დანესტილია, რომ უძველესი კედლის მხატვრობა, ფაქტობრივად, აღარ ჩანს.

ხელოვნებათმცოდნეებს განგასის სიგნალი აქვთ ჩართული. ხალხი კულტურის მინისტრს ქართული კულტურის მოსპობაში ადანაშაულებს. 

ნადგურდება ყინწვისი ტაძარი. რამდენიმე წლის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამაზეც რეაგირება არ ჰქონდათ, თუნდაც ის, რომ მეტლახით მოაპირკეთეს ეს ტაძარი იქ მსახურმა მღვდლებმა და ამაზე არანაირი ერაგირება არ ჰქონდა სახელმწიფოს. შარშან წყალი ჩამოვიდა, წელსაც წყალი ჩამოვიდა და ფრესკები დაზიანდა და ამაზე წულუკიანის უწყება, რა თქმა უნდა, დუმს და მე არ მაქვს იმედი იმის, რომ ის რაიმეს მოიმოქმედებს, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე. 

მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს ოპოზიციაც. მოქალაქეები კი დახმარებას ითხოვენ. 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შეიძლება იყოს text გამოსახულება

შეიძლება იყოს monument გამოსახულება

ნანახია: (745)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას