„რუსეთი მალავს ცნობებს კორონავირუსის შესახებ!“
ასეთი არის ცნობილი ექიმის, პაველ ბრანდის დასკვნა, რომელიც მოჰყავს რუსულ საიტს -
მართლაც, იმ დროს, როდესაც გერმანია ასახელებს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს - 1139-ს (10 მარტისათვის) და , მათ შორის - რამდენიმე გარდაცვლილს, ამ დროს რუსეთი, სოციალისტურ-საბჭოური სიცრუის ჩვეული ტირაჟირებით, მხოლოდ 20-მდე ავადმყოფის კონსტატაციით კმაყოფილდება და აჯერებს თავის მოსახლეობას, რომ არაფერი აქვს ასაღელვებელი.
პაველ ბრანდი კი წერს შემდეგს:
„როგორ ფიქრობთ, კორონავირუსმა გვერდი უქცია ჩვენს ქვეყანას?
აბა, გავიხსენოთ:
ამრიგად, თეორიულადაც კი უამრავი ინფიცირებული უნდა გვეგულებოდეს ქვეყანაში. ჩემი დაანგარიშებით, კორონავირუსიანი ავადმყოფი დღეს რუსეთში რამდენიმე ათეულ ათასს უნდა აჭარბებდეს!
რატომ არ ვიცით მათ შესახებ?
აქ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არაფერ შუაშია - საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არათუ ჯეროვნად არ მუშაობს, არამედ - კარგა ხნის მკვდარია; ყველა ანტივირუსული ღონისძიება, რომლის თაობაზეც ტელეეკრანებიდან აცხადებენ - წმინდა წყლის პროფანაციაა!
თქვენ მარტო ის იფიქრეთ - კორონავირუსის ანალიზის აღება შეიძლება მხოლოდ „КИБ 1“- ში (კლინიკური ინფექციური საავადმყოფო) - რომელსაც ყველა ისე გაურბის, როგორც ეშმაკი საკმეველს... მაშ, რაღა უნდა ვთქვათ ვლადივოსტოკზე, ხაბაროვსკზე, ნახოდკაზე - სადაც ინფიცირების საშიშროება უზარმაზარია, ჩინეთთან სიახლოვის გამო?
იმ დროისათვის, როდესაც ავფორიაქდით - საზღვრების დაკეტვითა და ჩინელების დაჭერებით ბელორუსულ ვაგზალზე, ჩვენ უკვე ასობით ინფიცირებული გვყავდა. გაგახსენებთ, რომ ინკუბაციური პერიოდი 3 კვირაა. ახლა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უკვე ათობით ათასი დაავადებული გვეყოლება ალბათ და, ცხადია, გარდაცვლილებიც იქნებიან, თუმცა, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებზე ნაკლები - რადგან ძირითადად სიკვდილიანობა მოდის 70 წელს გადაცილებულებზე, ხოლო ჩვენ ასეთი ხანდაზმულები ბევრი არა გვყავს.
ამას გარდა, ნორმალური სამედიცინო სტატისტიკაც არ გაგვაჩნია - კაცი ვერ გაიგებს, რისგან კვდებიან ადამიანები... პნევმონიით მოკვდება და დამარხავენ - ერთი მომკვდარა თუ ორი, ვინ დაუწყებს კორონავირუსს ძებნას.
მაგრამ, რომ იტყვიან, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ - სამაგიეროდ, პანიკაა ნაკლები - ქვებს არ ესვრიან ჩინელ ტურისტებიან ავტობუსებს, არ აცარიელებენ მაღაზიების თაროებს მარილისა და ასანთისაგან, არ კეტავენ მთელი რეგიონების საზღვრებს.
მაგრამ, ის ვიკითხოთ - რა გვეშველება, თუ ნამდვილი ეპიდემია მოიცავს ქვეყანას?“
ასეთია რუსეთის არასახარბიელო სინამდვილე და თავისი ხალხის ბედზე მზრუნველი ექიმის მწარე დაფიქრება
ჩვენ კი რა უნდა ვიღონოთ?
ეს წერილი არ არის ქართველი მკითხველისთვის შეთავაზებული, რუსეთზე ნიშნის მოსაგებად - მისი სიღატაკის, მოუწყობლობის თუ გაუბედურებული მცხოვრებლების დემონსტრირებით.
ეს წერილი გახლავთ სერიოზული გაფრთხილება იმ მეზობლის შესახებ, რომელმაც, მსოფლიოს თვალში რენომეს შესანარჩუნებლად, ჩერნობილის ტრაგედია დაუმალა მსოფლიოს!
როდესაც ვკეტავთ იტალიის და ირანის საზღვრებს, ხომ არ არის დრო შემოვკრათ განგაშის ზარი და მჭიდროდ დავკეტოთ დარიალი და საჰაერო მიმოსვლის რუსეთთან დარჩენილი საჰაერო დერეფანი?
ნანახია: (2011)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას