logo.png

რიგით მე-10 გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ეს დვალიშვილისთვის ზედიზედ მე-10 გამარჯვებაა. ყოფილი ჩემპიონის დასამარცხებლად დვალიშვილს 3 რაუნდი დასჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა სეხუდოს სახით UFC-ის უკვე მესამე ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. მანამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.

დვალიშვილს მოგება პირველმა Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა.

ნანახია: (41)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას