logo.png

,,სრულად განიკვეთოს სამღვდელმთავრო ხარისხიდან, დაემხოს მის მიერ მიტაცებული პატივიდან ვითარცა მპარავი და მწყემსი ბოროტი, ხოლო სინანულისთვის განწესდეს მონაზონთა დასში სამუდამოდ!”- ციტატა ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდური ოქმიდან რომელსაც ხელს აწერს უნეტარესი თეოდორე მეორე და წმინდა სინოდის ყველა წევრი მღვდელმთავარი.

ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინიდმა აფრიკაში უკანონოდ შეჭრილი რუსი ეგზარქოსი სამღვდელმთავრო პატივიდან სრულად განკვეთა.

როგორც ალექსანდრიის საპატრიარქო იუწყება რუსი ეგზარქოსის განკვეთის შესახებ ინფორმაციას წერილობით დაუგზავნის ყველა ადგილობრივ ეკლესიას, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი უნეტარესი თეოდორე ხელს აწერს მეორე რუსი ეგზარქოსის განკვეთას.

   ბრალდება: 1. სხვა ეკლესიის იურისდიქციაში უკანონოდ შეჭრა; 2. რუსული ოდიკების დარიგება; 3. გაჭირვებული მღვდლების მოსყიდვა; 4. განკვეთილი და თვითმარქვია სასულიერო პირების შეწყნარება; 5. გადატრიალების მცდელობა; 6. ეთნოფილეტიზმი.

  ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს წმ. სინოდის სხდომა

 ალექსანდრია, 16.02.2024

შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

მსოფლიო საეკლესიო სიახლენი.

ნანახია: (405)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას