დიდი ხანია საეკლესიო პრობლემატიკაზე აღარაფერს ვწერ და აღარც ინტერვიუებში ვჩანვარ. მიზეზი მარტივია:
1)ყველაფერი ითქვა და დაიწერა;
2)სამხელი – იმხილა და უბედურების მიზეზებიც დასახელდა;
3)ცხოვრების საუკეთესო დრო ამ უბოროტეს სისტემასთან უთანასწორო ჭიდილს შეეწირა და ფსიქოლოგიურად თუ სულიერად დაგვაზიანა;
4)რადგან არ აღმოაჩნდა არცერთ ხელისუფლებას, არც საზოგადოების უმრავლეს სეგმენტს, არც NGO სექტორს, არც დიპლომატიურ კორპუსს, არც მედიას რომ დაესახელებინა ამ ანტიქრისტიანული და კოლაბორაციონისტული რეჟიმის მთავარი შემოქმედი – ილია II ყველა უკუღმართობის გამომწვევ მიზეზად, ამიტომაც აზრი დაკარგა ერთი და იგივეს გამეორებამ.
5)მასმედიას თეოლოგთაგან მუდამ აინტერესებს არა საღვთისმეტყველო საკითხები, არამედ საპატრიარქოს კარის თამაშებზე არსებული ინტრიგები, ისიც უფრო ქვედა დონეზე, ილია მეორისადმი პიეტეტისა და იმუნიტეტის შენარჩუნებით.
6)ჰომოსექსუალურ ლობზე საუბარი პოლიტკორექტულობისა და ლიბერალური მდგენელის გამო მიიჩნევა ჰომოფობიად და ამიტომაც ვინც ცოდვის რაობაზე ვაპელირებთ, უბრალოდ ყველგან დაბლოკილები ვართ;
7)სინოდის არცერთ წევრს არ აღმოაჩნდა ღირსება რომ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) გვერდით დადგომოდა და უხერხული სიმართლის მიხედვით ეკლესიის კათარზისზე ეზრუნა;
"ქართული ოცნების" სახელისუფლებო ელიტას არ სურს ეკლესიის გათავისუფლება კრემლის საცეცებისა და ზნეობრივი დაცემულობისაგან, რადგან კომპრომიტირებულ ინსტიტუციას უფრო ადვილად ათვინიერებს ავტორიტეტების მოძულე ბიძინა ივანიშვილი;
ამდენად, ყველაფერი ვცადეთ უკვე და აჯობებს ქრისტეს მივანდოთ მოემულობის ტრანსფორმირება და საჭირო დროს, თუკი უფალი ინებებს ჩვენი რესურსების გამოყენებას, ჩვენივე წილი კენჭი დავდოთ ნამდვილი და ჭეშმარიტად ქრისტოცენტრული ეკლესიის ჩამოყალიბებისათვის..."
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (249)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას