მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა - მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული სისხლიანი რეჟიმი არ დასრულდება, ნებისმიერი ომი გლობალურ კატასტროფად იქცევა.
ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დამარცხება მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, ეს მით უფრო დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ალბათ, ადამიანებს მოუწევთ ცხოვრება სამყაროში, სადაც ლოკალური ომები ლოკალურად არ დარჩება. ნებისმიერი ომის დაწყება, შესაძლოა, გლობალურ კატასტროფად გადაიქცეს.
2024 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, პუტინმა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წელი მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის კატასტროფული გახადოს. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული და ამას ავდიივკაში არსებული ვითარებაც ადასტურებს", - თქვა ზელენსკიმ.
ნანახია: (211)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას