"ხალხით ,,გადაჭედილ" სამების საპატრიარქო ტაძარში უქადაგია დღეს შიოს, გულდაწყევტილს და იმედგაცრუებულს, ბავშვები სრულწლოვნების ასაკს ვიდრე მიაღწევენ, მანამ ტოვებენ ეკლესიასო და მშობლები დაადანაშაულა ამაში, მათი ბრალიაო.
განა ის თქვა, რომ უკანასკნელი ათწლეულია უკვე, საპატრიარქოდან ციანიდის/ვერცხლისწყის და მსგავსი საწამლავების სურნელი რომ იფრქვევა საკმევლის ნაცვლად, ამისი ბრალიაო.
განა ის თქვა, მოქმედი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) რომ პედოფილია და არასრულწოვან გოგოსთან სექსუალური ურთიერთობები რომ აქვს, ამისი ბრალიაო;
არც ის უთქვამს, ამ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა რომ შიმშილობს და საპატრიარქო არაფერს არ აკეთებს მათთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად;
ისიც არ თქვა განზოგადებულად, ჩვენი არაქრისტიანული წესით ცხოვრების ბრალიაო.
რავიცი, პატივცემულო, ეს კი ვიცი, ჩემს შვილს თქვენს სანაგვეს თუ ბორდელს რომ არასოდეს არ გავაკარებ!
სწორად გამიგეთ, საპატრიარქოს ვგულისხმობ და არა ეკლესიას, ამ სიტყვის სწორი გაგებით!
დღეს გადარჩენა თუ გინდა ადამიანს , ჯერ ხორციელად და შემდეგ სულიერად, ეს ,,ეკლესია " უნდა დატოვო."
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (362)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას