logo.png

სოდომის და გომორის დასჯა

”და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად...”

(დაბადება, 18-20).

უფალი სოდომურ ცოდვას დიდ ანუ უმძიმეს ცოდვად იხსენიებს და განაჩენიც უმძიმესი გამოაქვს ამ ცოდის წყვდიადში მყოფთათვის.

რამდენი საუკუნე გავიდა იმ სასჯელის შემდეგ, რაცსოდომისა და გომორის ნაქალაქარი მკვდარმა, სიცოცხლის ნიშან-წყლის არმოქონე ზღვამ დაიკავა.ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ უფლის წინააღმდეგ მოქმედება საკუთარი სიცოცხლის წინააღმდეგ სვლაა –არშენანების შემთხვევაში ასეთია ამ უმძიმეს ცოდვაში მყოფი ადამიანების განაჩენი, მათთვის როგორც ფიზიკური, ისე მარადიული სიცოცხლე მთავრდება.როგორც ამბობენ მამები,„არარაიდან მოგიყვანა უფალმა და არარაშივე დაინთქმება შენი სახელი“. ეს მოქმედება უფლისა არის შეგონება ადამიანებისადმი,თავს არ დაიტეხონ ასეთი სასჯელი და სინანულით დაუბრუნდნენ უფალს, მის წიაღს.

მამამთავარი აბრაამი სოდომის უმძიმეს ცოდვაში მყოფებს უღმერთოებად მოიხსენებს და შვიდგზის მიმართავს უფალს, რომ ამ ორ ქალაქში მცხოვრები მართალი ადამიანები გადაარჩინოს და უღმერთოებთან ერთად არ დასაჯოს: „არასადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუსადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფს სასჯელსა”(დაბადება, 18, 25).სამწუხაროდ და სავალალოდ, ღვთის მცნებებით მცხოვრები ათი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ამ ქალაქში... ყველა მცხოვრები შეგნებით, გააზრებულად მსურველი იყო ზნედაცემული და გაუკუღმართებული ცხოვრების, სრული აღრევის.ამიტომაც იხსენებს აბრაამი უღმერთოებად მსგავსად ეშმაკისა სოდომელებს, რადგან მათ სრული გააზრებით, შეგნებით სცოდეს. ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ ეს იყო საკუთარ თავში ღვთის ხატების შერყვნა, შესაბამისად, უფლის შეურაცხყოფადა ამას მიზანმიმართულად აკეთებდა, მსგავსად ბოროტისა, ვისი სულისაც გახდა და ვის სამსახურშიც ჩადგა. ღვთის წინააღმდეგ ბრძოლაში სოდომელებისთვის არც მათი თანაქალაქელი მართალი ლოტის ცხოვრებაა დამაბრკოლებელი. მათი ცნობიერება სრულიად გადაგვარებულია ლოტის აღქმისა და მდგომარეობისგან. მის კარს მომდგარი ანგელოზების დანახვისას ეს უკანასკნელი მუხლებზე დაეცემა, თაყვანს სცემს მათ და ამ დროს ღვთის ძალასა და მადლს განიცდის, სტიმართმოყვარეობის სათნოებით აღვსილი უმასპინძლდება. საწინააღმდეგოდ ამისა, ორი ლოტის ოჯახში გაჩერებულ ანგელოზებს სოდომელნი მამაკაცებად აღიქვამენ, იმდენად მოკლებულნი არიან ღვთის მადლს, რომ მათზე ძალადობას და მათთან დაცემას ცდილობენ: „და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარემოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ” (დაბადება 19, 4-5). ზნედაცემული და ღვთის მგობი სულით შეპყრობილი სოდომელები მიემსგავსნენ სატანას, რომელიც ღმერთზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და სრული შემეცნებით, პიროვნული ნებით მოქმედებს ღვთის წინააღმდეგ.ამ ცოდვაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი სრული გააზრებით მოქმედებს დღესაც ღვთის წინააღმდეგ, არ იღებს ეკლესიის შეგონებასა და მოწოდებას სინანულის გზით უფლის წიაღში დასაბრუნებლად; უარს ამბობს სამედიცინო ჩარევით თავის ბუნებრივ მდგომარეობასთან დაბრუნებაზე. ამას აკეთებენ სრული იგნორით და თან ამაყად აცხადებენ, რომ სწორედ ასე სურთ ცხოვრება და სხვებსაც აიძულებენ, რომ ამ ამორალურ, ზნედაცემულ ცხოვრებას გაუწიონ ანგარიში, თითქოსდა აქ „არაფერიგანსაკუთრებული“...ამგვარი დამოკიდებულებით ცდილობენ დანერგონ ღვთის მგმობი ცხოვრების წესი და აიძულონ საზეპურო ერი, მიიღოს უღმერთო ცხოვრება, ლოიალურად განეწყონ საზოგადოება, არ ამხილონ ისინი და დაიცვან გარემო საკუთარი და შვილების სულების ჯოჯოხეთური მდგომარეობისგან. როგორც სოდომში ვეღარ ამხელდა და ვერ ეწინააღდეგებოდა ლოტი, ოღონდაც მის ოჯახს არ შეხებოდნენ, იმავე მდგომარეობის დანერგვა ხდებაგიგანტური ნაბიჯებით მსოფლიოში და, მათ შორისჩვენთანაც.

უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი იბრძვის ერთი ადამიანის სულისთვისაც, როგორც ეს სოდომში მოხდა, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი –მართალი ლოტი, ძმისშვილი აბრაამისააღმოჩნდა ამ სისაძაგლეში გაურეველი. ამიტომ იგიოჯახთან ერთად, ანგელოზთა ხელით გაიყვანა უწმინდური ქალაქიდან უფალმა. ანგელოზები საგანგებოდ გააფრთხილებენ, წავიდნენ მთისკენ, არ მოიხედონ მართლუკუნ და მაშინ ცხონდებიან. ამით მიუთითებენ იმაზე, რომ უკან მოხედვით ამ ორ ქალაქში მცხოვრებთა ცხოვრების წესისადმი ლტოლვას ან სურვილის გამოხატვას დაადასტურებდნენ. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ლოტის ცოლი მართლუკუნ მიიქცევა, რის გამოც ღვთის ანგელოზი მარილის სვეტად გადააქცევს. მისი ორი შვილიც შემდგომში მძიმე ცოდვისკენ მიდრეკილებას გამოაავლენენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცოდვით მცხოვრებ ადამიანებთან ერთად ერთ ქალაქში ცხოვრების შემთხვევაში ამ უმძიმესი ცოდვის არმხილებით და არდატოვებით ამ ადგილისა, მართალი ადამიანის ოჯახშიც აღწევს უწმინდური სული, რადგან არც ღვთისგან გამორჩეული ადამიანის ოჯახია დაცული ასეთივნებისგან. ამიტომაც ყველა დროშიიბრძვის ეკლესია ამ ცოდვის წინააღმდეგ, რათა სოდომ-გომორის ხვედრი არ გაიზიაროს დღევანდელმა მსოფლიომ.

შეგონებისა და მოწოდების გარდა, საქართველოს ეკლესია საეკლესიო კანონით სჯიდა სოდომურ ცოდვაში მხილებულ ადამიანებს. რუის-ურბნისის კრების მე-18 კანონი განაჩინებს:

„ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა–სoდომური ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სრულიად ჩამოაშორა და გააუცხოვა იგი ღმრთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი ჰპოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის,მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი–კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ, მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: „სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები“ (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ,თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე,დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა–მყარი,მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმა გავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს,მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა.

არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: „რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტესთანა?“ (II კორ. 6,15),რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩვენდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას–დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს–განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელს: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არა თუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმ ქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე დასწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.

ბასილი დიდის მე-7 კანონი

„ვაჟთა და პირუტყვთა განმხრწნელნი,კაცისმკვლელნი,მომწამვლელნი,მრუშები და კერპთმსახურნი–ყველა ერთსა და იმავე სასჯელს იმსახურებს. ამიტომ,რაც სხვებზე წესი გაქვთ, ის უნდა დაიცვათ ამათზეც. ხოლო ვისაც ოცდაათწლიანი სინანული მოუხდია იმ არაწმიდებისათვის, რაც უვიცობით ჩაუდენია, არ უნდა ვიორჭოფოთ მათი შეწყნარების დროს,რადგან არცოდნა და, გარდა ამისა,ნებით აღიარება და ამოდენად როშენდობის ღირსად აქცევთ მათ. იმდენი დროა გასული, კაცის თითქმის მთელი ცხოვრება მიცემულია სატანისთვის,რამაც მათ ასწავლა, რომ აღარ შესცოდონ. ამის გამო ბრძანე, რომ ისინი დაუყონებლივ შეიწყნარონ, თუ ცრემლით მოწყალე ჰყოფენ შენს მამობრივ სიკეთეს და აჩვენებენ შენდობის ღირს ცხოვრებას”.

შევისმინოთ შეგონება ღვთისა და ბრძენ წინაპართა დადგენილებას ყური დავუგდოთ!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (139)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას