logo.png

 დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს - "მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა"

მად­ლო­ბას ვწი­რავ ღმერ­თს თი­თო­ე­უ­ლი წა­მის­თვის - მად­ლო­ბა მე­უ­ფე პეტ­რეს, რო­მე­ლიც ჩემს მსგავ­სად უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ი­სა­ჯა, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­სი­ვე თქმით, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა.

"მად­ლო­ბას ვუხ­დი ოჯახს, თორ­ნი­კეს. ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც ჩემ­თან ერ­თად ამ­ტკი­ცებ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა ჩემს უფ­ლე­ბა­დამ­ცველს, მე­უ­ფე პეტ­რეს, რო­მე­ლიც ჩემს მსგავ­სად უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ი­სა­ჯა. მად­ლო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ად­გი­ლობ­რივს და სა­ერ­თა­შო­რი­სოს. ამე­რი­კის და ნი­დერ­ლან­დე­ბის მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც იცავ­და ჩემს უფ­ლე­ბას. ასე­ვე ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს ვუხ­დი მად­ლო­ბას. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სი­მარ­თლე იცის.

ჩემი მთა­ვა­რი გეგ­მაა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. ვწუხ­ვარ, რომ მე­უ­ფე დი­მიტ­რის არ აღ­მო­აჩ­ნდა სული ჭეშ­მა­რი­ტი მწყემ­სი­სა, რო­მე­ლიც მის­ცემ­და უფ­ლე­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას დღეს აქ ჩემ­თან ერ­თად მდგა­რი­ყო რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბით, მე მა­ინც მიყ­ვარს ის", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სა­პა­ტიმ­რო­დან ე.წ. უდოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

 

ნანახია: (617)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას