logo.png

ბრძოლა გრძელდება - დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი

"ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის"-  ასეთია 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი:

“მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. მადლობა  მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში ჩემი მთავარი გეგმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მიუხედავად ამისა მე მაინც მიყვარს ის,“ - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამა გიორგი მამალაძე დღეს გაათავისუფლეს.

როგორ გამოიყურება დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობი შემდეგ (ფოტოები)

ნანახია: (243)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას