არის ჟამი მხილების და ბრძოლის და არის ჟამი მდუმარების და მარხვის.
"ხშირად მსმენია: ეკლესიაში ბევრი წესიერი ადამიანიაო. მესმის, რომ თავი რაღაცით უნდა ვინუგეშოთ, მაგრამ დუმილი ყველგან და ყოველთვის წესიერება არ მგონია ჩემი მოკრძალებული აზრით. ქრისტიანებისთვის მაცხოვარზე დიდი მაგალითი არ არსებობს და მან გვაჩვენა, რომ არის ჟამი მხილების და ბრძოლის და არის ჟამი მდუმარების და მარხვის. ლოცვა ქრისტიანისთვის მუდმივი მდგომარეობა, რადგან ის არასდროს უნდა წყდებოდეს. სად არის წესიერება თუ უდანაშაულო ადამიანის ტრაგედიას მდუმარედ ხვდები და პილატესავით ხელებს იბან? რა არის წესიერება , თუ ქრისტეს სხეულს ეშმაკები შეესევიან და იმისთვის ლოცულობ, რომ მაცხოვარმა მათთან თანაცხოვრების ძალა მოგცეს და უხილავად გაქციოს?ასეთი "წესიერების " გამო იფრქვევა დღეს ციანიდის სურნელი ეკლესიიდან და არა მირონის. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თავს არავის ვახვევ."
წერს ლელა ჯეჯელავა.
ნანახია: (246)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას