,,გავეცანი ე.წ. ,,სინოდალური კომისიის" განცხადებას და კიდევ ერთხელ ვიხილე არასერიოზული ადამიანების რელიგიური კურიოზებით გაჯერებული ფენტეზი.
ამ ეტაპზე არ ვილაპარაკებ იმის შესახებ, რამხელა დარღვევებში, კორუფციასა და უზნეობაში არიან ჩაძირულნი ხელისმომწერი იერარქები, რომელთაც საინტერესოა, ვინ დაიბარებს? ალბათ, არავინ, რადგან დამბარებლები თავად არიან, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, ღმერთამდე თქვენ დაგიბარებთ ერი და მრევლი და მოგთხოვთ პასუხს მილიონების შეჭმიდან სიცრუემდე, ყველაფერზე!
ახლა უშუალოდ მინდა თქვენი მიძინებული გონება მეორე პუნქტზე გავამახვილო. კერძოდ, საპატრიარქოში დაიბარეს ვინმე ლევან (ოჰ, ეკლესიურად ანასტასი) ზუმბაძე, უბრალო ერის ადამიანი, რომელსაც ზვიად ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გაულანძღავს (ყველა დღე მინიმუმ ასი ათასი ლანძღვის პოსტი და კომენტარი იდება). მან სინანული გამოთქვა, შეიწყალეს და გააფრთხილეს: აი, კიდევ გაბედავ და ჯაღმოს გააკრიტიკებ და ზიარებას აგიკრძალავთო.
ახლა იბადება კითხვა: რამდენი მღვდელი ილანძღება იგივე სოციალურ ქსელებში? ზოგი - სამართლიანად, ზოგი - გადაჭარბებულად. იგივე პეტრე კოლხის მისამართით შეურაცხყოფა, დაცინვა, სარკაზმი, კრიტიკა და ა.შ. უხვად მოიძიება. იგივე ალტ-ინფოს ფავორიტი ბექა ვარდოსანიძე წლებია, მის მიმართ ბულინგით დაკავდა. დაიბარეს და დაემუქრნენ უზიარებლობით? რა ვთქვათ სხვა წვრილფეხა, მართლაც დამონებულ მღვდლებზე, რომელთაც იგივე ემართებათ? მათ დასაცავად სინოდალური კანტორა იკრიბება? არა. აქ საქმე ჯაღმაიძის ფენომენია. ის უნდა დაიცვან, მის მიმართ ლანძღვა არ უნდა შერჩეს არავის! მის დასაცავად უნდა შეიკრიბონ, დაიბარონ და სასჯელით დაემუქრონ პოსტის ავტორს, ხოლო სხვები მათთვის ცარიელი წერტილები არიან. გამოფხიზლდით და დაინახეთ ამ საშინელი მიკერძოების სახე!
ამავდროულად, მსახურება შეუჩერეს ცქიფურიშვილს ისე, რომ მის ეპისკოპოსს გადაახტნენ, რაც არა მხოლოდ ,,რჯულისკანონის" დარღვევაა, არამედ ე.წ. მოსაყდრის ძალაუფლების დემონსტრაცია და ტირანული ხასიათი, თან მსახურება აუკრძალეს არა იმის გამო, რომ ლექსო ლაშქარავას სისხლში აქვს ხელები გასვრილი და არის მოძალადე, არა იმიტომ რომ რუსოფილია და რუსეთში გვატენის, არამედ იმიტომ, რომ საპატრიარქო და სამღვდელოება გააკრიტიკა, ხოლო შეჩერებით ემუქრებიან მღვდელს, რომელიც შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს უმჯობესად მიიჩნევს და სათანადოდ ხსნის, არ გამოცხადების მიზეზს.
საქართველოს საპატრიარქო - უმეცრების ბუდევ, კიდევ ერთი სირცხვილი!
P.S. მალე ჯაღამაიძისგან ვინც კურთხევას არ აიღებს, დასჯილი იქნება სამი მეტანიით ქუჩაშივე, ხოლო თუ განმეორდა მსგავსი რამ, სამი დღე პურზე და წყალზე ყოფნით!"
ერთი მღვდლის პოზიცია საპატრიარქოს სივრცეში მიმდინარე პროცესებზე.
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (237)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას