"სამების საკათედრო ტაძრიდან მომწერა ერთმა მღვდელმა, მთელი კვირაა, მოსაყდრედ წოდებული შიო გამოძიებას აწარმოებს და ატერორებს სამღვდელოებას ჩემი პოსტის გამო, თუ საიდან გაიგო გიორგი გეგუჩაძემ ტაძარში გათბობის ამბავიო.
დამშვიდდით, დიდო მეუფევ, დამშვიდდით, თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება, ბოლომდე უნდა მიიყვანოთ ჯერ სტალინის მიერ დაწყებული და შემდეგ შიოლაშვილის მიერ გაგრძელებული საქმე საქართველოს ეკლესიის განადგურებისა. ამხელა საქმე გაქვთ წინ და, აბა, ჩემს პოსტებზე ჩაკირკიტება და მასზედ მოცდენა შეიძლება? გთხოვთ, დაკავდით თქვენი უმთავრესი მისიით, რისთვისაც გამოგირჩიეს მოსაყდრედ.
პ.ს. ის კი იცოდეთ, თქვენს გარემოცვას ისე ,,უყვარხართ", როგორც მე მიყვარს პუტინი ან კიმ ჩენ ინი.
აბა, წმინდანი ან გულთმისანი მე არა ვარ, აქედან ვხედავდე, სამების ტაძარში გათბობის რაღაც მილი რომ ფუჭდება.
P.S.S. მინდა ხალხმა, ჩვენმა ერმა, იცოდეს, რა მძიმე და გაუსაძლისი იქნება მისი პატრიარქობა. ეს ადამიანი არის გაუწონასწორებელი, დიქტატორი და ტირანი, რომელიც განსხვავებული აზრის გამო, მზად არის, ყველა დასაჯოს, მაგრამ გარემოცვაც ისეთი ჩლუნგი ყავს, არავინ ეუბნება, რომ თავად დაისჯებიან სათანადოდ ჯერ ერის და შემდეგ ღვთის მიერ!
საქართველოს საპატრიარქო გახლავთ ის ადგილი, სადაც სრულად ცოცხლობს სსრკ-ს სული!"
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (253)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას