logo.png

George Tiginashvili

საპატრიარქოს გახრწნილი სისტემა ვისაც არ მოსწონს, თავად უნდა ჰქონდეს მისი დაწუნების ზნეობრივი კადნიერება

"ერთი პირით ვითომ და სახარებისეული თავისუფლებისა თუ პროგრესულობის ეგიდით საეკლესიო პოლიტიკას აკრიტიკებდე, ხოლო მეორე პირით აქებდე, მორჩილებას აღუთქვამდე და ხოტბას ასხამდე სწორედ ამ საეკლესიო სისტემის შემოქმედ ილია II-ს და მის სინოდს — არის უდიდესი მავნებლობა, უსინდისობა, უტიფრობა და ფარისევლობა!

ურემ გადაბრუნებულ გზაზე, სხვათაგან ათასგზის მხილებულ საპატრიარქოს, მერკანტილური ინტერესებისთვის და დევნილის მანტიის მორგებისთვის რომ "ურტყამ", თანაც არაფერ კონკრეტულს, რომ არ ამბობ - არის თვალთმაქცობა და ავანტიურული ფლიდობა!

ყავლი გაუვიდა უკვე იმ ამაზრზენ ლოგიკას, როცა "ილია II წმინდა, ტკბილი და ბრძენი მამაა, უბრალოდ გარემოცვა ჰყავს ცუდი" – იძახდნენ ფსევდოგმირები!

საპატრიარქოს გახრწნილი სისტემა ვისაც არ მოსწონს, თავად უნდა ჰქონდეს მისი დაწუნების ზნეობრივი კადნიერება, სუფთა ბექგრაუნდი, პიროვნული ღირსება, ქრისტოცენტრული ცნობიერება და ინტელექტუალური მოწიფულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბახალა თუ მოზრდილ ყვავს შესჩხავლებს - "შენ შავოო" - შეუძლებელია მივიჩნიოთ ობიექტურ, ჯანსაღ და სამაგალითო მოვლენად!..

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (193)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას