logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება საქართველოს ეკლესიაში გამეფებული ანარქიის კიდევ ერთი დიდი გამოხატულებაა. კომისიამ მღვდელმოქმედება აღუდგინა დეკემბერში დასჯილ

ალტინფოელ მღვდელს, თერჯოლის ეპარქიის დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს და მიმართა ილია მეორეს შუამდგომლობით რომ მღვდელმოქმედება შეუჩეროს დეკანოზ პეტრე კოლხს-კვარაცხელიას, მისი “მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და განცხადებებისთვის”. ანუ საპატრიარქომ გაახარა ბნელი, ფუნდამენტალისტურ და რაშისტული ძალების გულები (ალტინფო, მმკ და ძმანი მათნი: ბ. ვარდოსანიძე, ნ. მჟავანაძე და ა.შ. ), რომელთანაც დაეძაბა ურთიერთობა დეკემბრის თვეში და დააკმაყოფილა მათი კატეგორიული მოთხოვნები: აღედგინა მღვდელმსახურებაში სპირიდონი და დაესაჯათ პეტრე კოლხი. არ ვიცი ილია შიოლაშვილი თუ დააკმაყოფილებს სინოდის კომისიის მიმართვას პეტრე კოლხზე, ის კია რომ საქართველოში ბევრმა ტექსტიდან აზრის გამოტანა არ იცის: საპატრიარქოს გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით ჯერ არ აქვს შეჩერებული მღვდელმოქმედება პეტრე კოლხს, არამედ მხოლოდ თხოვნა-რეკომენდაციაა პატრიარქისადმი, პატრიარქის გადაწყვეტილება კი ჯერჯერობით უცნობია.

მე როგორც ახლო ნათესავი (სიძე) მხადაჭერას ვუცხადებ კოლხს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამეში არც ვეთანხმები და შენიშვნებიც

მაქვს მისდამი, მთლიანობაში დეკანოზ პეტრე კოლხის დასჯის მცდელობა საპატრიარქოს ბნელ ძალთა მხრიდან განპირობებულია პიროვნების თავისუფლების, მოდერნის და პროდასავლური პოზიციების ღიად გამოხატვის ვერატანის გამო და არა რაიმე მნიშვნელოვანი არსებითი დარღვევებისთვის.

კიდევ ერთი მღვდლის დასჯას ითხოვს დიდი გამეტებით “ალტყლინფო, მმკ & კომპანია” მისი პროგრესული განცხადებების გამო, რომელიც გერმანიაში მსახურობს პატიოსნად და იმასაც თუ მიაღწიეს, მერე ამოისუნთქებენ შვებით

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (91)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას