"კომისისამ განიხილა რამდენიმე საკითხი. კერძოდ: 1. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის; 2. სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობოს ტაძრის სამრევლოს წევრის, ლევან (ანასტასი) ზუმბაძის და 3. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასი.
კომისიამ მისცა გაფრთხილება, რომ, მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება.
კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ."
წყარო: https://patriarchate.ge/news/3291…
"დასჯა არა, როგორც წესი, წაკითხულის გააზრებაში ძალიან გვიჭირს… ასეც რომ იყოს, ვისთვის რა არის დასჯა… ესეც ძალიან პირობითია, თუმცა მე ვარ სასულიერო პირი და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად ვაპირებ მისვლას მღვდელმთავრებთან…
ჩემთვის სხვა რამ უფრო საგანგაშოა… ჰოდა, ახლა ეს მინდა გითხრათ…
ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო, ვისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ, ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს და პირობაც ჩამოართვეს, თუ იგივეს გაიმეორებს, დაისჯება უზიარებლობით…
სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს და არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს, ამ სიას გადავცემ ე.წ. ზნეობრივ კომისიას, იმედია გამოიჩენენ ჰუმამიზმს და მათ შუამავლობით ბოდიშსაც მომიხდიან…. ნუ, აქვე გეტყვით, რომ კომიკურია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე…
ჰოდა, ეს ტენდენციური, სუბიექტური და შერჩევითი მიდგომები მაგიჟებს…
აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის მთავარი ღირებულება… ჩემთვის ეს არის დასჯა, როცა ჩემს პრინციპებს საფრთხე ემუქრება…. მის გარეშე უფრო ვარ დასჯილი…
ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ!.."
ნანახია: (193)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას