2017 წლის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 112 მილიონ ადამიანს აქვს ციროზი, ღვიძლის პროგრესირებადი დაავადება.
ამჟამად ციროზის განკურნება შეუძლებელია. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, მას შეუძლია გაზარდოს გარკვეული გართულებების რისკი, რომელთა შორისაა ღვიძლის ენცეფალოპათია - თავის ტვინში ტოქსინების დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციის დაქვეითება.
ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ხანდაზმული ამერიკელი ვეტერანების 10%-ს არასწორად დაუსვეს დემენციის დიაგნოზი და სინამდვილეში მათ დემენცია კი არა, ღვიძლის ქრონიკული დაავადების გართულება, ღვიძლის ენცეფალოპათია აქვთ, რომელიც განკურნებადია და პოტენციურად შექცევადი.
მეცნიერები თვლიან, რომ მათი დასკვნები ხაზს უსვამს კოგნიტური დარღვევების მქონე პაციენტებში ღვიძლის დაავადების სკრინინგის მნიშვნელობას.
წყარო: https://jamanetwork.com/…/jamanetworkop…/fullarticle/2814346
ნანახია: (189)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას