ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ნაწლავიც ბერდება და საკვებმა, რომლის მიღებაც ადრე პრობლემების გარეშე შეგვეძლო, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შებერილობა, გულძმარვა, საჭმლის მონელების დარღვევა, რეფლუქსი, ფხვიერი განავალი, ყაბზობა ან მუცლის ტკივილი.
ალბათ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ნაწლავის ჯანმრთელობა გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის დაბერების პროცესზე და მისი დაჩქარება ან შენელება შეუძლია. ნაწლავი რამდენადაც ჯანმრთელია, იმდენად ნელა ვბერდებით!.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ გადაჭარბებული სტრესი ზიანს აყენებს და ასუსტებს ნაწლავურ სისტემას. სტრესი ზრდის სტრესთან დაკავშირებული ჰორმონის, კორტიკოტროპინის გამომყოფი ფაქტორის დონეს, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ნაწლავის ბარიერი და გამოიწვიოს საკვების აუტანლობა და ანთება.
გარდა ამისა, ქრონიკული სტრესი აფერხებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინებისას, რომლებიც ხელს უწყობენ ზოგად ჯანმრთელობას და ანელებენ დაბერების პროცესს.
ჩვენი იმუნური სისტემის 70% -ზე მეტი ნაწლავში მდებარეობს. ეს ნაწლავს მნიშვნელოვან ზონად აქცევს, სადაც იმუნური სისტემა ასევე შეიძლება გახდეს ზედმეტად სტიმულირებული, გამოიწვიოს გადაჭარბებული ანთება და აუტოიმუნური მდგომარეობებიც კი.
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ნაწლავი მოქმედებს როგორც კარიბჭე ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მასზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
წყარო: https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/33803407/…
https://www.nature.com/articles/s41575-022-00605-x
https://www.health.harvard.edu/…/healthy-gut-healthier-aging
ნანახია: (176)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას