logo.png

Lela Jejelava

"8 თებერვალია და ფბ გადაივსო დავითობის მილოცვების მგზნებარე ტექსტებით. მერე რა რომ აღმაშენებლობის, სახელმწიფოებრიობის და სულიერების ეროვნული სიმბოლოს ნაკვალევს წვიმა შლის და ანადგურებს ჩვენს თვალწინ, ჩვენი ნებით და გულგრილობით. მერე რა რომ ერთი გადიდქალებული ავი გოგო ურცხვად ფეხებს გვიბაკუნებს, სასამართლოში გიჩივლებთ, თუ კი ვინმე მომკითხავს გელათის ამბავს, მე პატრონს ჩავაბარეო . " პატრონი" იტყვის მე რა შუაში ვრ, საუკეთესო ექსპერტები მოვიწვიე და იმათ დასკვნა დადეს, რომ ძეგლს აღარაფერი ეშველებაო და მართლებც აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ გელათის პატრობები ჩვენ ვიყავით და ვერ ვუპატრონეთ. ჩვენმა არჩეულმა დეპუტატებმა ამდენი ხანი კითხვაც არ დასვეს ,რომელი სამართლებრივი ნორმის ან დოკუმენტის საფუძველზე მოხდა სახელმწიფოს ფუნქციის- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დელეგირება სხვა ინსტიტუციაზე. რა დოკუმენტი გაფორმდა საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შორის და როგორ გადანაწილდა კომპეტენციები და ვალდებულებები, რა გზით მიედინება გელათისათვის განკუთვნილი თანხები სამუშაოებისთვის, საპატრიარქოს გავლით, თუ პირდაპირ, ვინ და რა კომპეტენციის ფარგლებში უკვეთავს სამუშაოებს? კიდევ უამრავი კითხვაა, მაგრამ არც კითხვები ისმის და არც პასუხი იცის ვინმემ. საკონსტიტუციო შეთანხმებით მართლმადიდებლური ძეგლის მესაკუთრე კი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობა სახელმწიფოს საკუთრებაა. ეკლესია ანჩის ხატსაც ითხოვდა, მაგრამ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა არ მოიხსნა. რატომ გაწირეს გელათი ასე ადვილად? ვინ მისცა სამართლებრივი უფლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოეხსნა უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის

სიმბოლოს, გელათის, პატრონობისგან? რაში გვჭირდება პარლამენტი, თუ არაკომპეტენტურობის გამო ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი მემკვიდრეობის განადგურებაზე ხელს მოაწერს ჩვენი დუმილის ფონზე? რა პასუხი გაქვთ დეპუტატებო, ვისთვისაც თინა ბოკუჩავას მიერ სხდომის წაყვანა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გელათის ყოფნა არ ყოფნა, ეგებ გგონიათ რომ თქვენ ვინმე გათავისუფლებთ ამ პასუხისმგებლიბისაგან?"

წერს ლელა ჯეჯელავა.

ნანახია: (206)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას