"სამწუხარო მოცემულობაა, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების და ზოგადად კაცობრიობის ერთერთ მნიშვნელოვან და საშიშ პრობლემად რჩება “რელიგიური გამოთაყვანება” ანუ რელიგიური ზომბირება. ჯანსაღი რელიგიურობისგან განსხვავებით რელიგიური გამოთაყვანება გონების, ლოგიკის და შემეცნების დაბნელებას იწვევს ადამიანში და მეცნიერების, პროგრესის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ჰუმანიზმის მიმართ ანტიპათიას, შიშს და ზიზღს აღვივებს.
მასების რელიგიური გამოთაყვანება ძალიან აწყობთ ბნელ პოლიტიკურ ძალებს კრემლში, თეირანში და ა.შ. რადგან რელიგიური ზომბირება მასების დამონებისთვის და კაცობრიობის პროგრესის შესაფერხებლად ძალიან მოსახერხებელი ბოროტი პოლიტიკური ინსტრუმენტია.
როგორია რელიგიურად გამოთაყვანებული ანუ ზომბირებული ადამიანი?! უპირველესად მას ეშინია და ეზიზღება ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი და ზოგადად თავისუფლება, არ მიაგებს პატივს სხვისი არჩევანის უფლებას და ასევე აბოროტებს ეს ყველაფერი. ცდილობენ საკუთარი ისტერიული პანიკა თავს მოახვიონ ყველას და ტვინის რეცხვის პროპაგანდისტებად არიან ქცეული, საამისოდ მოუსმინეთ მმკ-ს მღვდლებს, ეპ. სპირიდონ აბულაძეს, ლ. ვასაძეს, დეკ. არჩილ მინდიაშვილს, ალტინფოს და მათ ზომბებს, საკმარისია რომ დარწმუნდეთ ამაში.
გამოსავალი არის განათლებაში ფილოსოფიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, ასევე თეოლოგიის სწორად ცოდნასა და დაპირისპირებაში. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ “რელიგიური გამოთაყვანების” ვირუსი ისე ანადგურებს ადამიანთა ტვინის უჯრედებს, ისე კლავს მათ, რომ ხშირად და ძირითადად ასეთი ადამიანები მკურნალობას და გამოსწორებას არ ექვემდებარებიან. გარკვეულწილად შიზოფრენიას უახლოვდება მათი აკვიატებები და ისტერია, თუმცა ამისგან განკურნებული ადამიანებიც მინახავს, დროის მსვლელობის, გამოცდილების და ცოდნის გაღრმავების შედეგად, მაგრამ ასეთები შედარებით ცოტანი არიან.
შეიძლება ვიღაცამ დასვას შეკითხვა, რას ვეძაღი ჯანსაღ რელიგიურობას. ჯანსაღი რელიგიურობა გამორიცხავს ისტერიულ აკვიატებებს, შიშებს, ფობიებს. ჯანსაღი რელიგიურობა არ ებრძვის თავისუფლებას და არ მტრობს სხვის (ანუ მოყვასის) არჩევანს, ჯანსაღი რელიგიური ადამიანი უპირველესად ზრუნავს საკუთარ სულზე, არ თვლის საკუთარ პოზიციას ერთადერთ ჭეშმარიტებად, იაზრებს საკუთარ სისუსტეებს და შეზღუდულობას ჭეშმარიტების მიუწვდომელ სიღრმესთან შედარებით და არ ჰგონია რომ ღვთის ჭეშმარიტება, ნება და განგება ბოლომდე შეიმეცნა და იცის. შესაბამისად იგი ზომიერია და არა ფანატიკოსი. ანუ მარტივად რომ ვთქვა: არავის ჩაქოლავს, ან არავის მოკვეთავს თავს ღმერთის სახელით მათი ნების/არჩევანის თავისუფლების გამო."
დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (321)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას